ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2024


ჯარისკაცული. ბოლოწერილწაუკითხავად

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჯარისკაცული. ბოლოწერილწაუკითხავად

ვერ მოვასწარი წამეკითხა იმ სიჩქარეში.
ტყვია კი ბრმაა,
ირგვლივ რა მოჩანს?!
სიმღვრიეა.
რაღაც წითელი,  ბლანტი, უფორმო,
შიგ  - რაღაც თეთრი, მოკეცილი, რაღაც მართკუთხა.  -

- სისხლის გუბეში მიტივტივებს შენი წერილი.
მინდოდა წყნარად წამეკითხა,
სიმყუდროვეში…

რაღა აზრი აქვს, შიგ რა წერია.
დაბლა რა გდია,
ვინ გდია ან
როგორ გდია.

ტკივილი?!
იყო, გაიარა!

რა სიჩუმეა,
სიწვრილის მერე რა გაშლილობა,
რა საამური ხმები ჩამოდის.
ვინ  - რომლია?
შინ მომელიან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები