ქართველის მონოლოგი
,,მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“.
არ დამითმია ნებით ტაო და არ დამითმია ნებით ლაზეთი, თუ საქართველო უწინ ჰყვაოდა, ჩამოჭრილი აქვს დღეს აფხაზეთიც.
გული კვარივით ჩამოღვენთილა, სევდა მაწუხებს ყველა კილოსი, ტაო-კლარჯეთის ცრემლის წვეთი ვარ, სევდის სიმღერა საინგილოსი.
სამაჩაბლოდან მოტანილ მტრედის ისევ ვკითხულობ გულწრფელ ბარათებს, გულში ჩამესმის გოდება დედის, ჩვენთვის მნათობიც აღარ ანათებს.
საქართველოა - ეს ყველა მიწა, მოყვრები - მოყვრებს სანამ მითვლიან, ,,მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“.
ოთარ რურუა
2023
...........................................................................................................................
ერთიან საქართველოსთვის
მინდა ვილოცო ილორში, გმირებს დავუნთო სანთელი, ტაოშიც... საინგილოშიც ისევ მღეროდეს ქართველი.
მე ის ვარ, - ვინც რომ მივიდა რწმენით გელათის ტაძრამდე... ისმოდეს ნიკოფსიიდან ერის ხმა დარუბანდამდე.
მინდვრად დავკოცნე ღიღილო, მიწა - ცრემლებით ნამული, მსურს ბედნიერი ვიხილო აღმაშენებლის მამული.
შვილებით გარემოცულო - შენს ამაგს ვერვინ ვერ მოსთვლის, ვწერ და ყოველდღე ვლოცულობ ერთიან საქართველოსთვის.
ოთარ რურუა
2024
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ,,მიწის ყივილი", წინაპართა იქორის ჩხრიალი და დიდი ტკივილი, ,,ყალბი ნოტების" გარეშე,
,,მიწის ყივილი", წინაპართა იქორის ჩხრიალი და დიდი ტკივილი, ,,ყალბი ნოტების" გარეშე,
1. ჩემი შეფასება ფრიადი. ჩემი შეფასება ფრიადი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|