სად გაიფანტა მინდვრისფერი თვალების ფერფლი გულა შინვარიმ? დაბერდნენ შენი თანატოლები, უცებ დაბერდნენ. სად, რომელ ცეცხლში იწვის ახლა ფორთოხლისფერი შენი თავშალი? რა ალაყაფში გაგატარეს ცელქმა მიზნებმა? შენ კვლავ ათი წლის გოგონა ხარ, შენ ხარ სიზმარი, ძილისპირულზე დედამიწას რომ ესიზმრება. სად გაიფანტა მინდვრისფერი თვალების ფერფლი გულა შინვარიმ? შენს ნატერფალზე ამოსულ იებს ვინ რწყავს სისხამზე, რომელი ბიჭი გიწერს ლექსებს, ცალ ხელში თოფით, ცალშიც კალმით, ვის უსველდება უპეები ზამთრის ღამეში, ნეტავ შენი ცა ისევ ისხამს მზეს? თუ ჯერ კიდევ არ გადიკარა ომის ღრუბელმა... სად გაიფანტა მინდვრისფერი თვალების ფერფლი გულა შინვარიმ? გახსოვს, მამა რომ სათევზაოდ ემზადებოდა, როგორ გაყევი ერთ დღეს ჩუმად და დაიკარგე, დარჩი მარტოკა მთელი ღამით ტბის განაპირა, როგორ გეხურა თავშალივით იმ ღამით ის ცა, როგორ აივსო შენი ცრემლით ტბის ფოსოები, როგორ ჩაიმსხვრა შენი მზერა ტბაში რომელიც - მეორე დილით - მწვანე ტბად იქცა... სად გაიფანტა მინდვრისფერი თვალების ფერფლი გულა შინვარიმ? შენი თმის ჩანჩქერს ვინ ჩაჰყვება ახლა ფსკერამდე? ვინ ამოკრიფავს მისხალ-მისხალ წარსულს განძივით, ან ვინ მოგაწვდის თბილი პეშვით დაკარგულ დღეებს, ვის შეუძლია ნეტავ გულში შენი დატევა? შენ ხარ სამშობლო, შენ ხარ დედა, შენ ხარ სიზმარი, ათი წლის ბავშვში ჩატეული ქალის ხატება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დიდებულია. როი-როია. დიდებულია. როი-როია.
2. ხომ სათავფურცლედ მიმაჩნია, ამ საიტის ბოლოდროინდელ ფონზე .. ტრივიალური რეცეპტითაა დამზადებული. ამას ასე ვუწოდებდი - “წინასწარდაგეგმილი ტრაგიზმი”. ათი წლის გოგოს სიკვდილის ამბავი, ეგზოტიკური სახელი, წერაში გაწაფული კალამი… თუ მე ვცდები, აგერ რეცეპტი, ჩემო ბატონო, და თუ კალამი ცოტათი გიჭრით, თავისუფალი ლექსით მოყევით რომელიმე, მაგალითად , დიდ დიღომში ნაპოვნი ათი წლის გოგოს ამბავი, დევს ინტერნეტში, თუ დაახლოებით იგივე შედეგი არ მიიღოთ.
ხომ სათავფურცლედ მიმაჩნია, ამ საიტის ბოლოდროინდელ ფონზე .. ტრივიალური რეცეპტითაა დამზადებული. ამას ასე ვუწოდებდი - “წინასწარდაგეგმილი ტრაგიზმი”. ათი წლის გოგოს სიკვდილის ამბავი, ეგზოტიკური სახელი, წერაში გაწაფული კალამი… თუ მე ვცდები, აგერ რეცეპტი, ჩემო ბატონო, და თუ კალამი ცოტათი გიჭრით, თავისუფალი ლექსით მოყევით რომელიმე, მაგალითად , დიდ დიღომში ნაპოვნი ათი წლის გოგოს ამბავი, დევს ინტერნეტში, თუ დაახლოებით იგივე შედეგი არ მიიღოთ.
1. როი, როგორ მიყვარს როცა მოდიხარ აქ და მოგაქვს ახალი ფორმები აქხლი პასაჟები, ახალი სიტყვები. ყველაფერი ახალი. ძალიან კარგია... როი, როგორ მიყვარს როცა მოდიხარ აქ და მოგაქვს ახალი ფორმები აქხლი პასაჟები, ახალი სიტყვები. ყველაფერი ახალი. ძალიან კარგია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|