ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ევა_ბოშა ქალი
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2024


უამინდობის ამბავი

ამბად ყვებიან ამინდები,
ჩვენ რომ ერთმანეთს დავეკარგეთ,
უამონდობის გამო,
და ახლა ისე გარინდებით
წყურვილი მახრჩობს მიზუკაგეს,
და გადარჩენას ვლამობ,

ახლაც ისეთი ამინდია,
ახლაც ისევე უამინდობს,
ახლაც ისევე მერჩის,
საიდუმლო თუ გამინდია,
გაავრცელე და ნუ დამინდობ
რომ აღარ მყავდე გვერდში,

რათა ტკივილი დავუამო,
და მთელი სმენა ვაუენო,
რათა დასრულდეს ტკენა,
რომ სხვა ბილიკებს სამუდამოდ
ჩემი სავალი გავუყენო
წამიყვანს საითკენაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები