 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 12 ივლისი, 2024 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ფლორენციაში დარდობს ნინოლო მაკიაველი
როდესაც ხდება აღზევება - ძირს დასანარცხის, ფასი ერთია ნაყოფისა და ჩასაფარცხის.
როცა მძლავრობენ ქვეყანაში ავაზაკები, რაღა დარჩება მართალისთვის აბა, საქები!
როცა ავაზაკს ავაზაკი წმინდანად რაცხავს, წყალს მიაქვს უკვე ყველაფერი, ეკიდა რაც ხავსს
და როგორც წესი, ვინც მათ არ ჰგავს, ჰგონიათ მტერი, შორს მოგისვრიან, არც ადარდებთ, თუ დაიმტვერი.
ღირან ერთურთად, სჯერათ, უკვე დაუდგათ დარი, ორი აზრია: ერთი თავისი, მეორე - მცდარი.
არეულია საზომები ზევით თუ ქვევით, ვინც მართალს ამბობს, ჩასაქოლად მისდევენ ქვებით.
ვის ენაღვლება ფლორენცია ან ბედი მისი, ნამყო და აწმყო, ან როგორი მოვა მერმისი!
რა ჰქნა? უმწეოდ თვალი უნდა გარემოს ავლო? ესეც - ქვეყანა უმოსავლო, უგამოსავლო!
რას დაეძებდი, ფუჭი ფიქრით გონს იმძიმებდი! კვლავ ეძებს საშველს, ვისაც პოვნის შერჩა იმედი?
სასაცილოა, ამ დროს თავი გეგონოს კარგი, დაგეკარგება, თუ შემოგრჩა რამ დასაკარგი.
უკვე ვერ ხვდები, რას აკლდები, რას ემატები, როცა უძაღლო ქვეყანაში ყეფენ კატები!
როდესაც ხდება აღზევება - ძირს დასანარცხის, ფასი ერთია ნაყოფისა და ჩასაფარცხის, არ გაქვს იმედი არც ზეცისა, არც წყლისა, არც ხის, გზაჯვარედინზე გზაა სამი - სამივე მარცხის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ეს დღეები საიტზე ყველაფერი უპატრონოდ ეყარა და გადავწყვიტე, ვინმეს გამოჩენამდე აქაურობა ცოტა გამომეცოცხლებინა (ნეტა ,, მუხასკენ” ხომ მშვიდობაა). ჩანს, აქ ყველა მწერალი დარჩა და არავინ - მკითხველი! როგორც კი ვინმე აზრიანი კომენტარის დამწერი მკითხველი გამოჩნდება, ჩემს საქმიანობას შევწყვეტ და დავისვენებ. მანამდე - გამიძელით, სხვა რა გზაა! ასეთი რაღაც მოვიფიქრე, რაც მომეწონება ან ასე თუ ისე, საყურადღებოდ მომეჩვენება, - კომენტარსაც დავტოვებ და შეფასებასაც, რასაც დავაიგნორებ - დავაიგნორებ. ხომ მაქვს უფლება, ამ მხრივ სუბიექტური ვიყო, არა? ეტყობა მართლა დავბერდი და აღარა მაქვს უარყოფითი აზრის გამოთქმის ხალისი, შედეგსაც უკვე არ მოველი. წეროს იმ ხალხმა, დოს აქ და სხვაგან და ელოდოს თავის არაანგაჟირებულ მკითხველს. სხვა საქმიანობას ამ ტიალ წუთისოფელში - წერა ნამდვილად სჯობს. ქართული ენის პრაქტიკული გამოყენების არეს ხომ მაინც ემატება რაღაც. ეს დღეები საიტზე ყველაფერი უპატრონოდ ეყარა და გადავწყვიტე, ვინმეს გამოჩენამდე აქაურობა ცოტა გამომეცოცხლებინა (ნეტა ,, მუხასკენ” ხომ მშვიდობაა). ჩანს, აქ ყველა მწერალი დარჩა და არავინ - მკითხველი! როგორც კი ვინმე აზრიანი კომენტარის დამწერი მკითხველი გამოჩნდება, ჩემს საქმიანობას შევწყვეტ და დავისვენებ. მანამდე - გამიძელით, სხვა რა გზაა! ასეთი რაღაც მოვიფიქრე, რაც მომეწონება ან ასე თუ ისე, საყურადღებოდ მომეჩვენება, - კომენტარსაც დავტოვებ და შეფასებასაც, რასაც დავაიგნორებ - დავაიგნორებ. ხომ მაქვს უფლება, ამ მხრივ სუბიექტური ვიყო, არა? ეტყობა მართლა დავბერდი და აღარა მაქვს უარყოფითი აზრის გამოთქმის ხალისი, შედეგსაც უკვე არ მოველი. წეროს იმ ხალხმა, დოს აქ და სხვაგან და ელოდოს თავის არაანგაჟირებულ მკითხველს. სხვა საქმიანობას ამ ტიალ წუთისოფელში - წერა ნამდვილად სჯობს. ქართული ენის პრაქტიკული გამოყენების არეს ხომ მაინც ემატება რაღაც.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|