 | ავტორი: მერიენ ჟანრი: პოეზია 12 ივლისი, 2024 |
მას შემდეგ, რაც წერას თავი დავანებე, თითქოს დრო გაჩერდა, დედამიწა გაჩერდა, მზე ჩავიდა და აღარ ამოვიდა, ამოვარდნილი ქარიშხალი უმალ ჩადგა და მეც ვიფიქრე, აი, მოვიდა ის ნანატრი სიმშვიდე, რომელსაც ასე ველოდი, მაგრამ არა, სიმშვიდის ნაცვლად, სწორედ, რომ შფოთვა დამჩემდა, ყველაფერი გაჩერდა გარშემო, თუმცა გული არ გაჩერდა, ქარიშხალის მოლოდინმა, ავისმომასწავლებელმა წინათგრძნობამ მაინც ვერ დატოვა ჩემი სული. წერა მივატოვე და პოეზიის მეგობრებმა მალევე ჩაალაგეს ბარგი, თითქოს გარდავიცვალე და ცოცხლადვე ვუყურე თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. თავიდან თამაშობენ, თითქოს ძალიან დააკლდი ამ პატარა სამყაროს, რომლის იქითაც დიდზე დიდი ჰორიზონტები ჯერაც არავის დაუღეჭავს, შემდეგ კი ყველას თავი ისე უჭირავს, თითქოს შენ აქ არც კი გიარსებია, და ბოლოს, უკვე ისეთი სიმაღლიდან დაგყურებენ, რომ მათგან მთელი დედამიწა გაშორებს. მას შემდეგ, რაც წერას თავი დავანებე, ადამიანებსაც თავი დავანებე, თურმე აი რად ღირს ეს ჩემი პოეზია, არც მეტი არც ნაკლები, ადამიანებად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა, გავითვალისწინებ. მადლობა, გავითვალისწინებ.
3. მომეწონა, წარმატებები მერიენ <3 მომეწონა, წარმატებები მერიენ <3
2. სათავფურცლეა. :))) სათავფურცლეა. :)))
1. როგორ მეცნობა ეს პოეტური ნატურა! არა, სიახლით კი არა, ინტონაციით. მეცხრამეტე საუკუნის ამერიკული პოეზია გამახსენა, კარგი გაგებით, დიკინსონი - მგრძნობიარე და ოდნავ ნაივური, ჯერეთ გაურყვნელი, ნევროზით დაუავადებელი. დავტოვე ფრიადი. ცოტა მეტია, მაგრამ არა უშავს, თუ აქ დავრჩი, მერე გამოვუქვითავ. :))) წესით, ამ თვეში მაგარი თავფურცელი უნდა გამოგვივიდეს.
პუნქტუაციას - ყურადღება, ავტორო! როგორ მეცნობა ეს პოეტური ნატურა! არა, სიახლით კი არა, ინტონაციით. მეცხრამეტე საუკუნის ამერიკული პოეზია გამახსენა, კარგი გაგებით, დიკინსონი - მგრძნობიარე და ოდნავ ნაივური, ჯერეთ გაურყვნელი, ნევროზით დაუავადებელი. დავტოვე ფრიადი. ცოტა მეტია, მაგრამ არა უშავს, თუ აქ დავრჩი, მერე გამოვუქვითავ. :))) წესით, ამ თვეში მაგარი თავფურცელი უნდა გამოგვივიდეს.
პუნქტუაციას - ყურადღება, ავტორო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|