ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2024


მოდი გავებუტოთ

მოდი გავებუტოთ ერთმანეთს...ბავშვური გრძნობების ანემია,
თვალი ავარიდოთ ყველაფერს, ვითომ არასოდეს გვყვარებია...
მოდი გავებუტოთ ერთმანეთს, დილის გარიჟრაჟის სუნთქვა ხარ,
სიტყვებს გადმოფრქვეულს ფურცლებზე, უძილო ღამეებს ვუნახავ...
მოდი გავებუტოთ ერთმანეთს, აზრებიც ვერაფრით დავაწყე
და ნარინჯისფერი ყველა დღე - ახლა ჩემოდნებად ჩავაწყე...
...........................................................................................................................
მთვარე გაანათებს ზეცაზე, ვარსკვლავებს დაისხავს შეგირდებად,
მოდი გავებუტოთ ერთმანეთს, რომ უფრო ტკბილი იყოს შერიგება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები