#ლექსები ეტიუდი იყო, მინდოდა, “დესტრუქციაშეპარული” კონვენცია გამეკეთებინა, სულ დაბალხარისხოვანი რითმები გამომეყენებინა, მაგრამ მოსაწონი ყოფილიყო. ეს გამოვიდა
ნინო დარბაისელი
გადამეხადოს!
რა უცნაური კაცი იყო, როგორ მიყვარდა! - ბრძენი მოხუცი, ებრაელი მეზობლად მყავდა.
წიგნი - ბიბლია სულ პირველად მასთან ვიხილე, პირველად მისგან შევიცანი სიბრძნის სიხილე.
შაბათ- კვირობით შუქს არაფრით არ აანთებდა, თავის თეფშებზე სხვის, უწმინდურს არას დადებდა;
შთამომავლების გაქართველებულ წეს-ჩვეულებებს, - არ იკარებდა, მასში მხოლოდ დარდებს ბადებდა.
მახსოვს, როდესაც ცოლი - სარა გარდაეცვალა სიმსივნისაგან, მანამდე კი ბევრი იწვალა,
მისი სიკვდილი თავს დაეცა თითქოს მეხადო, ის კარში მდგომი მოსამძიმრეებს პასუხობდა: ,,- გადამეხადოს!”
“გადამეხადოს ლხინშიო” - -ზოგჯერ დააყოლებდა. და მოსამძიმრეს რამე სიტყვით დააყოვნებდა.
წლები გავიდა, როცა მითხრა: - ნუ გეგონება, ვინც სამძიმარზე მოდის - შენი მოეგონება.
ზოგი - ვალს იხდის, ზოგი - მოსვლით თავს იპატივებს, თუ ვინმე ტირის - საკუთარი მკვდარი ატირებს.
ზოგს გულში იქნებ უხარია, ვის რას გაუგებ, გულს ვერ მოუგებ, ფარდაგადაც თავს თუ გაუგებ.
არ ვარგა, ვალი წაიყოლო, და ამიტომაც, ვისაც რა უნდა ჩვენთვის, ყველა - გადაგვეხადოს!
ღმერთისოდენა არ შეუძლია ქვეყნად არავის. უნდა გიყვარდეს, მაგრამ ისიც არ დაივიწყო, თვით ღმერთის გზაზე დამდგარიც კი, ადამიანი - ღმერთი არ არის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|