 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 16 ივლისი, 2024 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ენდი ვორჰოლი
სხვა არის, როგორ გსურს, გიცნობდეს გარემო, როგორ მოიკრიბო ხალხი შენს გარშემო, იყო ეფექტური, გდევდეს ჭორთა კრება, სხვა არის, - შენ თვითონ - როგორ გეცხოვრება.
ჰოდა, ყოფა ჩემი ასე მოვიგვარე: ორად გაყოფილი მქონდა - შინ და გარე. პუბლიკამ “ამინდის შემქმნელი” მიწოდა, შინ - როგორ ვცხოვრობდი, არავინ იცოდა.
ხანდახან უეცრად დავიკარგებოდი, იმიჯი - ხდებოდა უფრო იდუმალი, სად აღარ მეძებდნენ, არავინ იცოდა, ყველას დავუმალე, როგორ მჭირდებოდა ნაჩვევი კი არა, როგორც რამე როლი, როგორც ობეტროლი, სხვა რაღაც წამალი - კანზე არ დატოვოს ტილის ნატამალი.
ვიცი, რომ უყვარდა ხალხს ჩემი იმიჯი, ეგონა, იცოდა ყოველი ნაბიჯი, ჩემი პლაკატები, ჩემი ნახატები, უცხო ფორმატები - ზედ დანამატები.
ხოლო მე მიყვარდა, ხოლო მე შინ მყავდა, დედა და კატები. დედა - თავისთავად, კატებზე - ვაფრენდი. ენდი ვარ, ენდი ვარ, კატის მეგობარი, კატის მეგობარი, ანუ მე ვარ ,,ფრენდი”.
რამდენი დავმარხე? დათვლაც შეიძლება, რადგან ვინახავდი მუდამ საყელურებს, ვინ განმსჯის ამისთვის, ვინ მისაყვედურებს! ბევრჯერ გამიბევრდა, ბევრიც დამიბერდა, დრო როცა მოაწევს, კატა იკარგება.
ზოგის სამოთხეში გალობენ ჩიტები, ველის ყვავილები არასდროს ხმებიან, კაკუნზე კარიდან ჩუმად ვიჭყიტები, ჩემს საიქიოში - კნავილის ხმებია.
ჩემი ხმაც იცანი? ენდი ვარ, ენდი ვარ, კატის მეგობარი, კატის მეგობარი, ანუ მე ვარ ,,ფრენდი”.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ენდის იმიჯი - უკვდავია. მისი რეალური ცხოვრების შესახებ დედაზე და კატებზე ფაქტობრივად , უახლოესმა ხალხმაც არ იცოდა. ნარკოტიკზე დამოკიდებულებით ცნობილ ხელოვანთაგან ბევრს ვერავის გააკვირვებ, მაგრამ ეს გაორებული ცხოვრება მგონია მე ენდის შემთხვევაში მისი ნარკომანობისა და ფსიქ. აშლილობამდე მისული ნევროზების მიზეზი. თუმცა ბიოგრაფთა ერთი ნაწილი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ იგი ბავშვობიდანვე დაავადებული იყო ნევროზული ხასიათის ავადმყოფობებით.მე ვიტყოდი, თუ არ იცი ენდი, ვერ გაუგებ თანამედროვე ამერიკულ კულტურას! ენდის იმიჯი - უკვდავია. მისი რეალური ცხოვრების შესახებ დედაზე და კატებზე ფაქტობრივად , უახლოესმა ხალხმაც არ იცოდა. ნარკოტიკზე დამოკიდებულებით ცნობილ ხელოვანთაგან ბევრს ვერავის გააკვირვებ, მაგრამ ეს გაორებული ცხოვრება მგონია მე ენდის შემთხვევაში მისი ნარკომანობისა და ფსიქ. აშლილობამდე მისული ნევროზების მიზეზი. თუმცა ბიოგრაფთა ერთი ნაწილი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ იგი ბავშვობიდანვე დაავადებული იყო ნევროზული ხასიათის ავადმყოფობებით.მე ვიტყოდი, თუ არ იცი ენდი, ვერ გაუგებ თანამედროვე ამერიკულ კულტურას!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|