ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2024


ყვავილი

ჩვენს მეგობრობას,
ვფიქრობდი ერთხელ,
რომ ყვავილისას მივცემდი სახელს,
თვალწინ ასობით ყვავილი მედგა
შესადარებლად, რომ გამებედა.

ვერ იქნებოდა ის ალბათ  მინდვრის,
ზაფხულთან ერთად ჭკნობით რომ მიდის,
ვერც დიადემით მოსილი ვარდი,
მესაიდუმლე ეკალთა დარდის.

ვერც ის,  რომელსაც აქვს პრეტენზია,
ნადაგ-ჰავის, ვთქვათ ჰორტენზია,
მერე უარვყავ იასამანი,
ეზოს კართან რომ უდგას სამანი.

ის შეედრება ქოთნისას, ალბათ,
განთიადებს რომ ფანჯრიდან ლანდავს.
ფესვმინდობილი ერთ მუჭა მიწას,
ჭკნობისგან ჩვენი ნება რომ იცავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს