 | ავტორი: მერიენ ჟანრი: პოეზია 21 ივლისი, 2024 |
პროცესია
უჩვეულოდ ჩქარა ჩაიქროლეს მანქანებმა ჩვენს ქუჩაზე, თითქოს, ძალიან, ძალიან სწრაფად უნდა მიაბარონ მიწას მიცვალებული. თითქოს, კუბოს ჭრილში მოთავსება გადაულახავი კანონზომიერების დარღვევის გარეშე უნდა მოხერხდეს. რა საჭიროა პათეტიკა?! ან გრძელი და დამღლელი ზლაზვნა, როცა მგლოვიარე, შავით შემოსილი ქალები, ფართე თავსაფრებით, გვერდებში ამოუდგებიან ჭირისუფალს და გონების დაკარგვაში ხელს უშლიან, თითქოს წინასწარ გათვლილია, თუ მკლავებს არ შეაშველებენ, სადაცაა გული წაუვა და მზის სხივებისგან გახურებულ ქვას დაარტყამს თავს. ნუთუ შესაძლებელია, გვერდით გადავდოთ ეს ფორმალობა?! მიცვალებული უნდა დაიკრძალოს, აუცილებლად, აშკარაა, ძალიან სწრაფი და მარტივი პროცედურაა! რა საჭიროა ფეხით სვლა, უაზრო და გამოფიტული მსვლელობა ამ სიცხეში?! მოულოდნელი შეკივლება, თავსაფრის მხრებზე ჩამოცურება და უმალვე თავზე დაფარება, რა საჭიროა ცრემლი?!
პროცესია მექანიკური სვლით, ძალიან სწრაფად აღმოჩნდება სასაფლაოს ჭიშკართან. დრო უჩვეულოდ აჩქარდა, თითქოს, არაფერი უდგას წინ კანონზომიერების რღვევას, კუბო მალევე აიტაცეს ჰაერში და ჭიშკრიდანვე გამოჩნდა, დილაადრიან სასწრაფოდვე ამოჭრილი სასუფეველი, ვიღაცას დიდი ლოდებით ამოუვსია. ცოტა ამოვისუნთქე, დრო თითქოს შენელდა და კიდევ ცოტა მეტიც შეგვიძლია დავთმოთ უკანასკნელი გამოთხოვებისთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჰოო,,, როგორ გადმოვცე სათქმელი... დავიწყოთ იმით, რომ ეს ნებისმიერ რითმიან ნაწერს მირჩევნია, მაგრამ... თითქოს რაღაცნაირად დამაკლდა პოეტურობათქო... თითქოს,,, შეიძლება ჩემი, ან სიცხის ბრალია... პარალელურად სანდრო ცირეკიძის ხმა იგრძნობოდა, ეს კარგი იყო და საერთოდაც, მომეწონა უბრალოდ ფორმა ვერ აღვიქვი ბოლომდე პოეზიად... ჰოო,,, როგორ გადმოვცე სათქმელი... დავიწყოთ იმით, რომ ეს ნებისმიერ რითმიან ნაწერს მირჩევნია, მაგრამ... თითქოს რაღაცნაირად დამაკლდა პოეტურობათქო... თითქოს,,, შეიძლება ჩემი, ან სიცხის ბრალია... პარალელურად სანდრო ცირეკიძის ხმა იგრძნობოდა, ეს კარგი იყო და საერთოდაც, მომეწონა უბრალოდ ფორმა ვერ აღვიქვი ბოლომდე პოეზიად...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|