ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2024


ფაზლი-სამშობლო, ანუ საქმე ნახევრად ნაყინშია,

შევეცდები ზრდილობიანად,
რასაც ამბობენ პოპულარულ პოეტებზე,
იმ ცნობილ ლექსში,
ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ისინი...
ერტი სიტყვით...
ჯანდაბა...
მოდი ასე ვთქვათ მათ არასწორად თარგმნეს
სიტყვა ნაყინი ინგლისურიდან,
ხოლო ლოკვა _ ლოკვად თარგმნეს,
და რაც მიიღეს ამ ყველაფრის შესაბამისად,
შესაბამისი გააუხეშა ნუგატოვმა და თქვა რომ
არაპოპულარული პოეტები...
ოი, ოი, ოი, ამას ვერ ვიტყვი.
თუმცა ვეცდები სიტუაციის დასტაბილურებას,
და ვკითხავ პოლიტიკოსებს,
ფარავს თუ არა თქვენი შარვლის უკანა ჯიბე ნაყინს?

თუმცა სიტუაცია მანამ არ დასტაბილურდება,
სანამ ერთ დიდ პაზლს არ ავაწყობთ თავიდან ბოლომდე,
რომლის მიხედვითაც ექიმი იქნება ექიმი,
და ინჟინერი ინჟინერი,
ქორეოგრაფი _ ქორეოგრაფი,
და ასე შემდეგ...
ხოლო შენ, ვინც ახლა ამ ტექსტს კითხულობ,
და ფიქრობ რომ რა კავშირი აქვს ჟანრობრივად პოეზიასთან,
ფაზლის მიხედვით,
არაფერი გესაქმება აქ!
რადგან ეს ბევრად უფრო დიდი პოეზიაა,
ვიდრე შენი კუმირის გარითმული, პატრიოტული აბდა-უნდა,
ვერ მოვლილსა და გაყიდულ სამშობლოზე!
აი სამშობლო კი,
ჭკვიანი თვალი მიხვდებოდა,
რომ ერთი უბრალო, დანაწევრებული ფაზლია,
მარტივად, თუმცა გარკვეულ დროში ასაწყობი,
მთავარი _ მონდომებაა,
მონდომება კი, ეგოს უარყოფაა, გარკვეულწილად.
და ამიტომაც,
დაიწყე ეგოს უარყოფა, იმის აღიარებით
რომ ახლა ლექსს კითხულობ,
და პირველი ფაზლიც დაიკავებს, საკუთარ ადგილს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები