ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
28 ივლისი, 2024


Анна Ахматова – Столько просьб у любимой всегда…

ანა ახმატოვა - საყვარელს მუდამ თხოვნა აქვს ბევრი...

საყვარელს მუდამ თხოვნა აქვს ბევრი!
არაფერს არ გთხოვს გაყრილი, მწყრალი;
უფერულ, თხელი ყინულის ქვევით,
მიხარია, რომ ხევდება წყალი.

ვაბიჯებ ფრთხილად - მიშველე ქრისტევ!
ნათელ და მყიფე საფარზე ზემდგომს.
შენ გაუფრთხილდი ჩემს ნაწერ სიტყვებს,
შთამომავლობამ განგვსაჯოს შემდგომ, 

რათა გამოჩნდე მკაფიოდ, ცხადლივ,
გულმამაცად და ბრძენკაცად, მარჯვედ,
შენი განვლილი ცხოვრების ღვაწლი,
ვით იმსახურებს თეთრ ლაქებს, ხარვეზს?

ძალზე ტკბილია სასმელი ჟინის,
ძალზე მტკიცეა ტრფიალის ბადე,
დაე, როდესმე სასკოლო წიგნით
ჩემი სახელი ასწავლონ ბავშვებს,

ამ სევდიანი ამბავის თხრობამ,
დაე, მოჰგვაროთ მზაკვრული ღიმი, 
თუ არ მაღირსე სიმშვიდე, ტრფობა,
გამხადე მწარე დიდების ღირსი!

28 ივლისი, 2024 წ.


Анна Ахматова – Столько просьб у любимой всегда…

Столько просьб у любимой всегда!
У разлюбленной просьб не бывает.
Как я рада, что нынче вода
Под бесцветным ледком замирает.

И я стану — Христос помоги!
На покров этот, светлый и ломкий.
А ты письма мои береги,
Чтобы нас рассудили потомки,

Чтоб отчетливей и ясней
Ты был виден им, мудрый и смелый.
В биографии славной твоей
Разве можно оставить пробелы?

Слишком сладко земное питье,
Слишком плотны любовные сети.
Пусть когда-нибудь имя мое
Прочитают в учебнике дети,

И, печальную повесть узнав,
Пусть они улыбнутся лукаво…
Мне любви и покоя не дав,
Подари меня горькою славой.

1912 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები