ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2024


როს მონიკაზე ლამაზ გოგოს მკერდში ჩავხედე...

მე ერთხელ ისეთ ლამაზ გოგოს ჩავხედე მკერდში,
რომ თვით მონიკა ბელუჩისაც შეშურდებოდა...
ასეთებს ყავლი არასოდეს გაუვათ ჩვენში,
ორივე თვალი სილამაზის ცქერით სტკბებოდა.

როს მონიკაზე ლამაზ გოგოს მკერდში ჩავხედე,
აჩქარდა ჩემი გულისცემა... მადლობა ჩემ გულს,
სიყვარულისთვის თარაშივით მინდა გავხელდე
და ემხვარივით ცხენიანად შევტოპო ენგურს.

2024

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები