ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ, 1959 წლის 17 მარტს, 18 საათზე, თბილისის მეოთხე საავადმყოფოს ეზოში, ამავე საავადმყოფოს ელექტრომექანიკოსმა ვლადიმერ მურადოვმა იქვე, ქვის კიბესთან, სადაც ბეტონის ფილები ეწყო, შემთხვევით შეამჩნია, რომ იწვა მამაკაცი. კარგად რომ დააკვირდა, იცნო ქვაფენილს დანარცხებული გალაკტიონ ტაბიძის ცხედარი. ასე დასრულდა მეოცე საუკუნის უდიდესი ქართველი ლირიკოსის ფიზიკური სიცოცხლე. მანამდე კი?! როგორ მივიდა იგი ამ ნაბიჯამდე? აი კითხვა, რომელზედაც არსებული ეპოქისა და პოეტის ცხოვრების სრული ანალიზის გარეშე პასუხი არ გაეცემა. როცა პოეტის ტრაგიკულ ბედზე ფიქრობ, უნებურად გახსენდება ჰაინეს სიტყვები: "თუკი სამყარო გაიბზარება, პოეტის გულზე გაივლის ბზარი". მაინც როგორი იყო ის სამყარო, უფრო სწორად, ის ეპოქა, რომელშიც პოეტი ცხოვრობდა, შეეძლო თუ არა მას "პოეტის გულზე ბზარის დაჩნევა". "წიწამურთან რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი". ერთი ეპოქა კი გათავდა, მაგრამ დაიწყო მეორე, უფრო "დიდი" ეპოქა, ეპოქა ძველის ნგრევის, კატაკლიზმებისა და ახალი იდეოლოგიის დამკვიდრებისა. ყოველი ჭეშმარიტი პოეტის ფიქრის მაგისტრალური ხაზი სამშობლოზე გადის და 1917 წლით დათარიღებულ შედევრში "მზეო თიბათვისა". გალაკტიონი ასე ლოცულობს: "ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები, მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება, მზეო თიბათვისა, ამას გევედრები". ბედისწერა კი მის სამშობლოს სწორედ ქარტეხილს უქადის. დგება 1924 წელი და ქართული ინტელიგენციის გენოციდი. გზისპირებსა და ვაგონებში იხოცება ათასობით უდანაშაულო ადამიანი. ქვეყანაში ორი მთავარი მოქმედი გმირი დგას ავანსცენაზე: უსამართლობა და შიში. ლიტერატურული ატმოსფეროც აიმღვრა, ფრიდონ ნაროუშვილი, კალე ფედოსიშვილი და ძმანი მათნი პროლეტმწერლობის სახელით კლასიკურ მემკვიდრეობას არბევენ. იბეჭდება ილია ჭავჭავაძის განმაქიქებელი პოემები და ლექსები. 1926 წელს კონსტანტინე გამსახურდიას აპატიმრებენ და სალოვკის ბანაკში გზავნიან. გრიგოლ რობაქიძე ემიგრაციაში მიდის. აქანდა ზვავი, რომლის შეჩერება შეუძლებელია. ალიო მაშაშვილი ერთ-ერთ ლექსში გალაკტიონს კიცხავს _ რატომ ჩვენს რელსებზე არ დგახარო და თავის მოკვლას ურჩევს. კრიტიკოსი ბენიტო ბუაჩიძე უფრო "შემწყნარებელია" და მაშაშვილს აკრიტიკებს, მაგ რჩევას ის სჯობდა, ტაბიძისათვის იდეურად გამართული კარგი ლექსების წერა გესწავლებინაო. პოეტი უკიდურეს მატერიალურ სივიწროვეს განიცდის. უკანასკნელ გროშებს ითვლის. პარადოქსია, ამ დროს გიგლა ბერბიჭაშვილი _ ილიას მკვლელი, ამ "დამსახურებისათვის' პერსონალურ პენსიას იღებს და მუხრანის რევკომის თავმჯდომარეობიდან სახელმწიფო ღვინის ქარხნის გამგედ გადაჰყავთ. ახლოვდება ცნობილი ოცდაჩვიდმეტი წელი. მეუღლის ხალხის მტრად შერაცხვა, ჩრდილოეთში გადასახლება და მასთან განშორების ტკივილი. დაკარგვა ადამიანისა, ვინც პოეტის არეულ-აწეწილ ცხოვრებას აწესრიგებდა. ყოფითმა უბედურებამ უიმედო სევდაც ამოათქმევინა: "შენ ფოლადივით ცივი თვალებით, უცქერ განვლილ გზას და არ ემდური, რად გინდა იყო დიდი პოეტი, თუ სიცოცხლეში ხარ უბედური". ფიზიკური განადგურებისაგან უკვე აღარავინ არის დაზღვეული. ოფიციალურად ხდება დასახვრეტი ლიმიტებისა და ხალხის და პატიმრების გეგმების დავალება რაიონებისა და სოფლებისადმი. (იხ. სკკპ პარტარქი ვი. ფ. 14, საქმე 37, გვ. 280). ლავრენტი ბერია მოსკოვში გზავნის თხოვნას ლიმიტების გაზრდის შესახებ. სახოტბო პოეზია აპოგეას აღწევს. ვისაც საამისოდ კალამი უჭრის, ამქვეყნიური დიდებით ჰქუხს. გალაკტიონს ერთხელაც არ ირჩევენ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრად, არ აძლევენ სტალინურ პრემიას, სტრიქონში უმცირეს ჰონორარს უხდიან. მისი წიგნი საგამომცემლო გეგმიდან გეგმაში გადადის. პოეტი ამ საშინელ ყოფას ასე გადმოგვცემს: `სწამებენ ობობას ლომობას, ორბობას, ეს კატის კნუტები... იძვრიან კუტებიც, სულ აქოთებული ქანაობს კრებული, ეგრეთ წოდებული ბერიას კუდები~. სწორედ ეს ბერიას კუდები მართავენ სამშობლოს ბედს. დრო გადის, მაგრამ პოეტის გამძაფრებული ნერვის ტკივილი არ ყუჩდება. უჭირს შეგუება იმ აზრისა, რომ წინ სულ სხვა სამშობლო ჩნდება: "რაა მასზე გულდამწყვეტი მეტეხო და დიღმის ველო, მიდიოდე და ფიქრობდე, ეს არ არის საქართველო". აი, იმ ეპოქის ზოგიერთი სურათი, რომელსაც პოეტის გულზე ბზარი უნდა დაეჩნია. სამედიცინო დასკვნაში ვკითხულობთ: "გადიდებულია გული და ღვიძლი", "ქრონიკული ალკოჰოლიზმი". ვის ახსოვდა თბილისის ქუჩებს "ცოცხალ ძეგლივით" შეზრდილი პოეტი! 1959 წლის 17 მარტიც. წინასწარმეტყველურად ახდენილი სიტყვები: "და თუ ქრისტემ გალილეა აირჩია, მე თბილისი ავირჩიე ბებერი, თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს, მე მოვკვდები როგორც პოეტს შეჰფერის" წერილს დავასრულებ თვითშეცნობილი გენიოსისადმი მიძღვნილი ჩემი ლექსით, რომელშიც შევეცადე მიახლოებით მაინც მეჩვენებინა პოეტის აწრიალებული სულის მონილოგი:
ვარ გენიოსი და ჩემ წინ სივრცე ვარვარებს, როგორც თოვლში ტაძარი, სამყარო აფთრის თვალებით მიმზერს, რამდენი შეთი, სულით საპყარი.. მიდის ცხოვრება კარგიც, ვერაგიც, ცბიერ ქალივით ცრუ, შემპარავი, და ჩემი სული წმინდა სპეტაკი, და შუბლი ჩემი დაუდაფნავი.
ვიღაცა ღამეს ათევს კახპებთან, ბედიც ალჩუზე მუდამ მოუდის, მერე უჯერებს ბრბოს და მასკარადს, ბალახსაც ნეხვის სიმძახე უდის.
ფერი წაერთოთ კადრებს წარსულის, ვით გამხმარ ფოთლებს, ფოტოებს წვავენ, მე სიტყვის ტორით სიკვდილი მოვკალ, და მომავალთან ვითენებ ღამეს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. მე ამის გამოქვეყნებიდან ათიოდე დღის შემდეგ შემოვედი ურაკზე, მაგრამ მხოლოდ ახლა ვნახე და წავიკითხე... ელიზბარ უბილავასგან ერთხელ ერთ ოჯახში მაქვს მოსმენილი გალაკტიონის უკანასკნელი დღის შესახებ საკმაოდ დაწვრილებით, მაგრამ დღესაც ძნელია ამ მონაყოლის მთელი სისრულით გამოქვეყნება, რადგან ძალიან არ მოეწონებათ იმათ შთამომავლებს, ვის დროულად ჩარევასაც მაშინ დიდი პოეტის გადარჩენა შეეძლო...
სხვას არაფერს დავამატებ იმას, რაც სხვებს უკვე დაფიქსირებული აქვთ... ამ ერთ სტროფს დავტოვებ სამახსოვროდ ერთი ჩემი ლექსიდან ,,ორპირელი ოქროპირები’’:
სწუხს დედა ქართლის, საფლავებზე გადაფოფრილი... მაგრამ დაკარგულს ვინ გადუხდის საფლავს პანაშვიდს?.. კვლავ გლოვობს თავის ორ ოქროპირს ქარი ორპირის... და ძაძით დადის მწუხარება მეფისჭალაში...
ძმა ხარ, დავით!..
მე ამის გამოქვეყნებიდან ათიოდე დღის შემდეგ შემოვედი ურაკზე, მაგრამ მხოლოდ ახლა ვნახე და წავიკითხე... ელიზბარ უბილავასგან ერთხელ ერთ ოჯახში მაქვს მოსმენილი გალაკტიონის უკანასკნელი დღის შესახებ საკმაოდ დაწვრილებით, მაგრამ დღესაც ძნელია ამ მონაყოლის მთელი სისრულით გამოქვეყნება, რადგან ძალიან არ მოეწონებათ იმათ შთამომავლებს, ვის დროულად ჩარევასაც მაშინ დიდი პოეტის გადარჩენა შეეძლო...
სხვას არაფერს დავამატებ იმას, რაც სხვებს უკვე დაფიქსირებული აქვთ... ამ ერთ სტროფს დავტოვებ სამახსოვროდ ერთი ჩემი ლექსიდან ,,ორპირელი ოქროპირები’’:
სწუხს დედა ქართლის, საფლავებზე გადაფოფრილი... მაგრამ დაკარგულს ვინ გადუხდის საფლავს პანაშვიდს?.. კვლავ გლოვობს თავის ორ ოქროპირს ქარი ორპირის... და ძაძით დადის მწუხარება მეფისჭალაში...
ძმა ხარ, დავით!..
23. დღეს თქვენს ინტერნეტში გამოქვეყნებულ ნაშრომებს თვალს ვავლებ. ეს სტატია განსაკუთრებულად მომეწონა. გალაქტიონზე ზედმეტს ვერასოდეს იტყვი კაცი, და ალბათ საკმარისსაც. მე გალაქტიონის გენიალურობის შეფაზებაზე მეტად ის მომეწონა, რომ პოეტის ფაქიზი სულისათვის აუტანელი ეპოქა გახსოვთ და სხვებსაც შეგვახსენეთ. 555 დღეს თქვენს ინტერნეტში გამოქვეყნებულ ნაშრომებს თვალს ვავლებ. ეს სტატია განსაკუთრებულად მომეწონა. გალაქტიონზე ზედმეტს ვერასოდეს იტყვი კაცი, და ალბათ საკმარისსაც. მე გალაქტიონის გენიალურობის შეფაზებაზე მეტად ის მომეწონა, რომ პოეტის ფაქიზი სულისათვის აუტანელი ეპოქა გახსოვთ და სხვებსაც შეგვახსენეთ. 555
22. არაჩვეულებრივია, დავით! 5 არაჩვეულებრივია, დავით! 5
21. კარგი მეგობარო!!! კარგი მეგობარო!!!
20. ყოველთვის მჯეროდა შენი ნიჭიერების. ყოველთვის მჯეროდა შენი ნიჭიერების.
19. დიდი მადლობა დიდებული ლექსისთვის, დიდი მადლობა. ....... დიდი მადლობა დიდებული ლექსისთვის, დიდი მადლობა. .......
18. გალაკტიონი, ჩემი უსაყვარლესი პოეტი.....არ მეგულებ ადამიანი, მისი პოეზია რომ არ უყვარდეს. ერთი ლექსი გამახსენდა
გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხე და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა. მე ყველაფერი გადავივიწყე, არ არის ზეცა... არ არის ბინა. არის ჩვენ შორის მთელი კედელი და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი. ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი, ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი. ო, მე იმედი დავკარგე ზეცის: არც მინდა შენი ყალბი ტახტები; მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის - მტვერი იყავი, მტვერი გახდები. არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი, მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა, აპოკალიპსის მძაფრი მხედარი ვინც ქაოსებში შემოაჭენა.
მადლობა ბატონ დავითს!!! გალაკტიონი, ჩემი უსაყვარლესი პოეტი.....არ მეგულებ ადამიანი, მისი პოეზია რომ არ უყვარდეს. ერთი ლექსი გამახსენდა
გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხე და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა. მე ყველაფერი გადავივიწყე, არ არის ზეცა... არ არის ბინა. არის ჩვენ შორის მთელი კედელი და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი. ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი, ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი. ო, მე იმედი დავკარგე ზეცის: არც მინდა შენი ყალბი ტახტები; მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის - მტვერი იყავი, მტვერი გახდები. არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი, მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა, აპოკალიპსის მძაფრი მხედარი ვინც ქაოსებში შემოაჭენა.
მადლობა ბატონ დავითს!!!
16. მომეწონა!:( მომეწონა!:(
15. მე სიტყვის ტორით სიკვდილი მოვალ, და მომავალთან ვითენებ ღამეს.
შესანიშნავი შემოქმედია! მე სიტყვის ტორით სიკვდილი მოვალ, და მომავალთან ვითენებ ღამეს.
შესანიშნავი შემოქმედია!
12. რამდენსღა გაუძლებდა პოეტის სული...?-ასე ძლიერი და ასე ფაქიზი... ამიტომაც მოიკლა თავი...მან სიცოცხლე კი არ დასთმო, ეს ბინძური ცხოვრება დაგმო...სიცოცხლეს კი აგრძელებს დღესაც...
მადლობა ტკივილის გახსენებისთვის...5555555 რამდენსღა გაუძლებდა პოეტის სული...?-ასე ძლიერი და ასე ფაქიზი... ამიტომაც მოიკლა თავი...მან სიცოცხლე კი არ დასთმო, ეს ბინძური ცხოვრება დაგმო...სიცოცხლეს კი აგრძელებს დღესაც...
მადლობა ტკივილის გახსენებისთვის...5555555
11. 5!
ჰო.. განცდილი.. ძლიერად.. 5!
ჰო.. განცდილი.. ძლიერად..
10. შენ გაიხარე დავით. მე ისე მზეო თიბათვისა საყვარელ ადამიანზე დაწერილი მეგონა კარგია რა რაც კარგია კარგია. თავი იმიტომ მოიკლა რომ პოეტი ნახევრად გიჭია პოეტობიდან სიკვდილამდე ერთი ნაბიჯია. ტერენტი გრანელიც სულ ამას არ ამბობდა როცა ძალიან უხაროდა,ახლა ის დროა თავი მოვიკლაო? ხო და ჩემი ლექსია ერთი ასეთი "პოეტის ათას სულს რას გაუგებ?!"
შენ გაიხარე დავით. მე ისე მზეო თიბათვისა საყვარელ ადამიანზე დაწერილი მეგონა კარგია რა რაც კარგია კარგია. თავი იმიტომ მოიკლა რომ პოეტი ნახევრად გიჭია პოეტობიდან სიკვდილამდე ერთი ნაბიჯია. ტერენტი გრანელიც სულ ამას არ ამბობდა როცა ძალიან უხაროდა,ახლა ის დროა თავი მოვიკლაო? ხო და ჩემი ლექსია ერთი ასეთი "პოეტის ათას სულს რას გაუგებ?!"
9. დიდი პოეტის ტრაგედია,გულით განცდილი. 5
ფერი წაერთოთ კადრებს წარსულის, ვით გამხმარ ფოთლებს, ფოტოებს წვავენ, მე სიტყვის ტორით სიკვდილი მოვკალ, და მომავალთან ვითენებ ღამეს...
დიდი პოეტის ტრაგედია,გულით განცდილი. 5
ფერი წაერთოთ კადრებს წარსულის, ვით გამხმარ ფოთლებს, ფოტოებს წვავენ, მე სიტყვის ტორით სიკვდილი მოვკალ, და მომავალთან ვითენებ ღამეს...
8. აი რამზის სიზმარია, აირევი ივერია, აი, დროშა აშორდია, აერების სიბერეა...
გალაკტიონი ამ პალინდრომითაც გენიოსია...აქ საქართველოს წარსული, აწყმო და მომავალი ერთ მთლიანობაშია დანახული...დანახულია იმ შემზარავი ტკივილით, რასაც ,,ივერიის არევა’’ ჰქვია...ასე ,,ირეოდა’’ ისტორიულად ჩვენი ქვეყანა შინაური თუ გარეშე მტრების მიერ...დავით შემოქმედელი ჩვენი ისტორიის იმ პერიოდს შეეხო, როცა უკვე მძვინვარებდა ,,სიკვდილი ცელით’’(კოლაუ ნადირაძის სიტყვებია...) სწორედ, ამ უღმერთობას და სისატიკეს შეეწირა გალაკტიონიც...ხანდახან მიკვირს კიდეც, როგორ მიაღწია მან იმ ავადსახსენებელ 1959 წლამდეც...,,წელიწადები წარვლიან ბევრნი, შეიცვლებიან ქარით სიონი, როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი’’...ასეა...ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს წლები, არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ არ განმეორდეს და არ დავუშვათ თავისუფლების მოყვარე ერის სულიერი და ფიზიკური განადგურება...,,ჰანიბალი ჭიშკართანაა!’’...გაიხარე, ბატონო დავით! მართალია, ტკივილისა და სევდის მომგვრელია, მაგრამ ოსტატურად დახატული, მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელი... აი რამზის სიზმარია, აირევი ივერია, აი, დროშა აშორდია, აერების სიბერეა...
გალაკტიონი ამ პალინდრომითაც გენიოსია...აქ საქართველოს წარსული, აწყმო და მომავალი ერთ მთლიანობაშია დანახული...დანახულია იმ შემზარავი ტკივილით, რასაც ,,ივერიის არევა’’ ჰქვია...ასე ,,ირეოდა’’ ისტორიულად ჩვენი ქვეყანა შინაური თუ გარეშე მტრების მიერ...დავით შემოქმედელი ჩვენი ისტორიის იმ პერიოდს შეეხო, როცა უკვე მძვინვარებდა ,,სიკვდილი ცელით’’(კოლაუ ნადირაძის სიტყვებია...) სწორედ, ამ უღმერთობას და სისატიკეს შეეწირა გალაკტიონიც...ხანდახან მიკვირს კიდეც, როგორ მიაღწია მან იმ ავადსახსენებელ 1959 წლამდეც...,,წელიწადები წარვლიან ბევრნი, შეიცვლებიან ქარით სიონი, როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი’’...ასეა...ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს წლები, არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ არ განმეორდეს და არ დავუშვათ თავისუფლების მოყვარე ერის სულიერი და ფიზიკური განადგურება...,,ჰანიბალი ჭიშკართანაა!’’...გაიხარე, ბატონო დავით! მართალია, ტკივილისა და სევდის მომგვრელია, მაგრამ ოსტატურად დახატული, მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელი...
6. ბატონო დავით... ისეთი ტკივილიანია.. ყველამ თითქოს ყველაფერი ვიცით, მაგრამ მაინც მოგონება გვსეტყვავს.... გმადლობთ, ამ მშვენიერი წერილისა და ლექსისათვის.... :) ბატონო დავით... ისეთი ტკივილიანია.. ყველამ თითქოს ყველაფერი ვიცით, მაგრამ მაინც მოგონება გვსეტყვავს.... გმადლობთ, ამ მშვენიერი წერილისა და ლექსისათვის.... :)
5. მე სიტყვის ტორით სიკვდილი მოვკალ, და მომავალთან ვითენებ ღამეს...
555555555555 მე სიტყვის ტორით სიკვდილი მოვკალ, და მომავალთან ვითენებ ღამეს...
555555555555
4. შეცდომით არის მითითებული ჟანრი და სათაური. ვეღარ ვცვლი. სათაური: თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს. ჟანრი: _ კრიტიკა-პუბლიცისტიკა. მაპატიეთ. შეცდომით არის მითითებული ჟანრი და სათაური. ვეღარ ვცვლი. სათაური: თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს. ჟანრი: _ კრიტიკა-პუბლიცისტიკა. მაპატიეთ.
3. დიდი მადლობა, რომ ნახევარი საუკუნის წინანდელი დღე შეგვახსენე. დიდი მადლობა, რომ ნახევარი საუკუნის წინანდელი დღე შეგვახსენე.
2. ''პოეტის... ნერვის ტკივილი არ ყუჩდება''... ``პოეტის... ნერვის ტკივილი არ ყუჩდება``...
1. ჰო... მარტი პოეტების სიკვდილის თვეა...
მაგრამ მათ ალბათ თავის მოკვლაც ეპატიებათ... ჰო... მარტი პოეტების სიკვდილის თვეა...
მაგრამ მათ ალბათ თავის მოკვლაც ეპატიებათ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|