ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2024


წერილი მეს

შენ შეიცვლები - მეტს დაწერ და ნაკლებ რუტინით
იცხოვრებ, თავსაც არ მიუგდებ ნერვებს სარწევად,
ისწავლი, როდის ამჯობინო წასვლას ლოდინი,
ისწავლი, როდის ამჯობინო ყოფას გაქცევა.

ვთქვათ, ფარგალი ხარ და ცხოვრების აქტი საშუალო
ტრიალია და ეს სამყაროც შენებრ იცვლება,
ასი წრის შემდეგ მეო ჩემო უნდა გაშალო
მხარი და უნდა წამოიწყო დახატვა ახლის -
როცა გზა შენი ამ ბრუნებით  შემოიცრცება,
არ შეგეშინდეს დიდ წრეეებზე გადასვლის, დაღლის.

სადღაც წელშიაც გადატყდები მაგრამ მანამდე
მრავალი წრეა, გზებია და  გზებთან კვეთები,
თუ  ჩაიკეტე უკუნეთში  ის ვინც ანათებს,
ისევ შენშია, მიაგენი! ნუღარ ნებდები.

როცა მოწყდები ამქვეყნიურ კავშირს და საყრდენს,
დარჩება შენი ნახატები, გზები, სიტყვები,
რა ღრმა ხარ სულო იმისთვის, რომ მსუბუქი გახდე,
ვფიქრობ და ფიქრობ. შორს მიგყვები და შორს მიმყვები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები