ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2024


საწერი თემის მასტერკლასი

მე?
მე სულ სხვაგვარად ვიტყოდი ამას.
მათზე, ვინც წერენ ისე, როგორც უნდა წერდეს
ფინელი ან და შვედი პოეტი,
და ხელოვნებას პოლიტიკისაგან მიჯნავენ,
უბრალოდ გავაცნობდი იმ პატარა ბავშვს,
ხარების ტაძრის წინ რომ დაისიცხა
და ლამის ბიოლის ნაწარმოების სიუჟეტი
დადგა ქალაქმა.
ჰო,
გავაცნობდი,
მიუხედავად იმისა, რომ ის ბავშვი მოკვდა!

დიახ!
შეგვეძლო გადაგვერჩინა,
ოღონდ არა მაშინ, როცა უკვე მზემ თავისი ქნა,
არც მაშინ როცა მისი მდგომარეობა აქამდე მივიდოდა,
არამედ მაშინ, როცა ჯერ კიდევ დედის წიაღში ედო ბინა,
ჩვენ შეგვეძლო გვეყვირა და გვეღრიალა,
შეგვეძლო მოგვეთხოვა და მიგვეღო დამსახურებული,
და გაგვემზადებინა მისთვის ნიადაგი,
თუმცა ვდუმდით და მივიღეთ ის რომ
ის ბავშვი მოკვდა.

ხოლო მე!
ყველას, ვისაც გული დაგწყდათ,
გიკრძალავთ გლოვას,
რადგან მინდა შეგახსენოთ რომ
ის არ ყოფილა სამყაროში უკანასკნელი ბავშვი,
და სხვა ბავშვებიც არიან ჩვენს გარშემო!
დიახ, ასეა პოეტებო,
ხოლო გოგონებს, ლამაზ გოგონებს,
თითქმის ჩემი ძაღლივით ლამაზ თვალებიანებს,
მაგ უაზრო ლექსების გარეშეც ექნებათ
ლამაზი,
ლამაზი,
ლამაზი თვალები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები