მე უცხოპლანეტელებთან ჩაის არ ვსვამ, იქნებადა, მაგასთან შედარებით მატლიც ვიყო, მაგრამ ამაში მაინც და მაინც იმას არ ვგულისხმობ, რომ ვიღაც მოვა და გამსრისავს, არამედ, უბრალოდ, იქნებ მხოლოდ მათი ვიბრაცია ვიგრძნო, ვერც დავინახო და ვერც შევეხო, ერთმანეთის კარგად გაცნობაზე კიდე ხო ზედმეტია საუბარი. მაშასადამე, გამოდის, რომ შესაძლოა, ვსვამ კიდეც უცხოპლანეტელებთან ჩაის. ვზივართ და ცას ვუსმენთ, მაგრამ ამასობაში, სადღაც ჩემიდან, მიწიდან, კედლიდან, ჭერიდან, შესაძლოა, ერთ დღესაც მიკრო სამყარო გაცოცხლდეს, აიესე, კვანტური მექანიკა დავინახო, შევიგრძნო, გარშემო დაიწყოს სინათლის რგოლებმა ფრენა და გვჭამდნენ, ატომები ელექტრონებით გვაქუცმაცებდნენ და ვინ იცის კიდევ... კარს რომ მოვიკეტავ ოთახში, ერთდროულად ნებისმიმიერ მდგომარეობაში ვიყოთ, მე, ის და ჭიქა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მაგარია! ავივსე. მაგარია! ავივსე.
1. ვსვამ კიდეც უცხოპლანეტელებთან ჩაის. მე კი, ყავას ვსვამ ... მომწონს ეს კვანტური მექანიკა. ვსვამ კიდეც უცხოპლანეტელებთან ჩაის. მე კი, ყავას ვსვამ ... მომწონს ეს კვანტური მექანიკა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|