დაიქცეს მათი ვერაგი,გახევებული მშვიდობა, რომ მათმა ღმერთმა იესოს ფურთხის მაგვარი მიართვა, თუ გესმის ჩვენი საყდარი და დაგჩემდება გიდობა, მაშინ შენთვისა სასმენი ჩემი შენდამი მიმართვა, ერთხელ იესოს მნახველი თუ სიხარულით იყავი, მაშინ ნახირის მეფობა ისევ ნახირს რომ ეწადა, გულზე დაკიდეს მთაწმინდას წითელი ფერის ფიცარი, და მისგან თავის დაღწევას თვითონ იესო ეცადა, მათი მსგავსია ღალატი და დროის წელვა უაზრო, მათი თვისებით შემკული რუსული ხიბლი დამეცა, აი მანდ ვნახე მაშინვე მე გათენება უზადო, და ამ ნათელში საყდარი ერთბაშად ბევრი წამექცა, ამ ზამთარს ისევ ახსოვხარ და დატირებაც ხვალისა, შვილივით ნაზარდ ხმალისა დროის მიჯნურად ყოლაა, იცოდე აზრი არაფერს არავისთვის რომ გაექცა, მაშინ იცოდე დაცემა აღმა დაღმა ცაც წოლაა, მე გეტყვი ახალ მშვიდობას შენი მარცვალი ძველია, და შენახული მშვიდობის არ მწამს მომკლავენ თუ გინდა, ასე ათრობდა წინაპრებს სიყვარული და ძელია, სვეტიცხოველი უწოდეს გველსა გაზრდილსა უბიდან, ასე შემკობილ მშვიდობას თუ კი უნდოდა ეკალი, მაშინ ეკალად ხამლის პირს მე გაგვლესავ და იცოდე, თუ ყოვლის მქნელის ეს სახე და მოფერებაც ეს არის, პირის მსგავსი მაქ ნანახი მოკუპრულია იცოდეთ, ახლა კი ჩემი ჯერია სხვა აღარავინ მინდაო, და ჩემი არის აგვისტო გონის იქით რომ ჭრილობა, არაფერი რომ არ დარჩა აღარც იმ სიონს წმინდაო, და დასჩემდება სუყველას ეს ნაჩვენები მშვიდობა.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ზოგჯერ მიჭირს თავის შეკავება )) ზოგჯერ მიჭირს თავის შეკავება ))
1. ძალიან ემოციური. ძალიან ემოციური.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|