ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2024


***


დავხურე კარი და ღია ცის ქვეშ სულ მარტო დავრჩი.
პირქუში მთვარეც აღარაფერს აღარ მახსენებს.
ახლა ოცნებებს სველ მიწაზე ფარდაგად გავშლი
და ზედ დაღლილ მხრებს აბჯარივით ჩამოვასვენებ.
სანაპიროზე ალბათ ქარი ქვიშის საათებს
ძერწავს და ანგრევს,შენ რატომღაც აღარ მოხვედი.
უკუნითია.მე სხვა რა მაქვს_გულს თუ ავანთებ,
ან გიჟურ ფიქრებს, გაფანტულს და ერთად მოხვეტილს.
ჩემო ძვირფასო, მოლოდინი ისე რთულდება,
წუთებს კონებად ვაწყობ ხოლმე და ისე გელი.
ამ ქვეყნად ალბათ არაფერი არ მეგულება,
ამ მოლოდნზე უფრო რთული და საძაგელი.

მე შეგიყვარე,აღარ მახსოვს თუმცა როდიდან,
შენ კი რატომღაც წახვედი და აღარ მოდიხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები