ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
14 სექტემბერი, 2024


Анна Ахматова - ТАЙНЫ РЕМЕСЛА (Многое еще, наверно, хочет)

ანა ახმატოვა - ხელობის საიდუმლოებანი (დასასრული)

10.

ბევრი რამ ისევ მოითხოვს, ვგონებ,
შექებას ჩემი ხმითა და კალმით,
ის, რაც უსიტყვოს ჩქამს გაგვაგონებს,
ან მიწისქვეშა ქვას ლესავს ღამით,
ანდა თავის გზას იკაფავს კვამლში.
ვერ გავასწორე ანგარიშები
ცეცხლთან, ნიავქართან და წყალთან...
ჩემმა თვლემებმა გახსნეს ჭიშკრები,
გადამაფარეს მსუბუქი კალთა
და ცისკრის ვარსკვლავისკენ ვიძვრებით.

14 სექტემბერი, 2024 წ.



Анна Ахматова - ТАЙНЫ РЕМЕСЛА

10.

Многое еще, наверно, хочет
Быть воспетым голосом моим:
То, что, бессловесное, грохочет,
Иль во тьме подземный камень точит,
Или пробивается сквозь дым.
У меня не выяснены счеты
С пламенем, и ветром, и водой...
Оттого-то мне мои дремоты
Вдруг такие распахнут ворота
И ведут за утренней звездой.

1936-1960

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები