ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
14 სექტემბერი, 2024


გავრბივარ!

როცა თვალებს გავახელ ნაბახუსევზე... ნაბახუსევი წინა ღამით სიმართლის ზედოზირებისგან;

ოთხივე კედელი, ერთხმად... წარმოიდგინე, ერთხმად შემომძახებს:

გაიქეცი!

გაიქეცი!

გაიქეცი!

და მეც,

გავრბივარ ალიკასთან, მაგრამ ამფეტამინს არ ვეკარები,

გავრბივარ ბაქართან, არც ალკოჰოლი აღარ მათრობს;

ბესოს ტყულებმა დამღალა

და თამთაზე აღარ მიდგება.

შმაგი ეზოთერიკაზე მელაპარაკება,
ცირა  ტაროს მიშლის.

პავლე დამცინის... დოდო კიდე ამაყობს ჩემით.

სლავიკა შორს არის... ძალიან შორს.

დინარა კი მის მერე აღარ გამოჩენილა, რაც სიყვარული ავუხსენი... ზუსტად ისე მოხდა, როგორც ელიკომ მიმკითხავა...

ზვიადასთან მე რა საქმე მაქვს?! მაგასთან მაქსიმუმ მოტოციკლეტებზე ვილაპარაკო და აი აქ არის უკვე, აი... აქ (ყელში)

ხოდა,

გავრბივარ!

გავრბივარ!

გავრბივარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები