ნუ დამიძახებ ბარონ alte_ს. თუნდაც ერთი დღე, მაშინ როცა მდინარეს მიაქვს ჩვენი წარსულის შემორჩენილი ტანსაცმელი ნავად აღქმული კუბოებით, რადგან ჩემი ახალი სახლის კარიდან ჩემი პატარა ძმების მიერ ჩამოხსნილი ალაჩოყ, სულიდან არ მცილდება, და არც მინდა რომ მომცილდეს ბარონ, სწორედ ამიტომ, ნუ დამიძახებ alte_ს. კარი გამიღე, შემომიშვი, თუნდაც სამი დღე მაჭრევინე ყველა კომბოსტო, და ყველა ბაბო დაასვენე, ყველა სარმალე ჩემზე იყოს, რაც ზამთრის გაცილების მერე უნდა ვჭამოთ. არ დავიზარებ, ოღონდ ჩემს კაცსაც ეწოდოს რომა, ერთი დღე მაინც. ნუ მოგატყუებს ჩემს მიერ გარეცხილი მისი თეთრი პერანგი ბარონ, მისი სიღრმე ისეთივე ფერადია, როგორიც ჩვენი სახლების სახურავები, ზამთრის მერე, მისი თითები ისეთივე მოქნილია, როგორც ჩოქელას კიდურები, მისი სული კი, ისეთი თავისუფალია, როგორც რომაზე შეყვარებული პატარა ბოშა, ნუ შეგაშინებს მისი სახე, იგი არ არის un strain, და მისი ცოლიც არ იქნება არასდროს alte. კარი გამიღე, გაგვიღე კარი ბარონ, აჰა, ჩემი სახე, და თუნდაც ჩემი კაცის თვალწინ სილა გამაწანი, ოღონდ ერთი დღე, მაჭრევინე ჯერ ტანსაცმელი, მერე კომბოსტო, ბოლოს კი ცეცხლთან მაცეკვე ისე, როგორაც ადრე ვცეკვავდი და ჩემს გამო წამოწყებულ მუშტიკრივზე ისევ იცინე როგორც ადრე გეცინებოდა, ჩემი სხეული ვერ იქნება სხვა სამყაროს ნაწილი ბარონ. აჰა ჩემი ზურგი, და ბანაკიდან ძლივს მოპარული ჩემივე მათრახი, აჰა ჩემი კაცი, დარცხვენილი და თავდახრილი, ზამთარი მიდის ბარონ, ზამთარი მიდის, კარი გაგვიღე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. 3 .კომენტარი, ნინო დარბაისელის, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოუსმინე. წარმატებებში დაგეხმარება და მადლობა მას ამ კომენტარისათვის. 3 .კომენტარი, ნინო დარბაისელის, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოუსმინე. წარმატებებში დაგეხმარება და მადლობა მას ამ კომენტარისათვის.
4. ვინ გითარგმნის ასე ამ ლექსებს ნეტა გამაგებინა :D ვინ გითარგმნის ასე ამ ლექსებს ნეტა გამაგებინა :D
3. რატომ დაგვეკარგეთ აქამდე? ლექსიკონს ნამდვილად მოიხდენდა ბოლოში. სად ვეძებოთ ამდენი უცნობი სიტყვა? რუსულმა ლიტერატურამ, თუნდაც პუშკინის წყალობით, ბოშური სამყარო ორი საუკუნის წინ გაიცნო. ჩვენში ამ მხრივ დღემდე ყამირია. პუნქტუაცია - ძირითადად კარგია. ასატანი, აქა- იქ უნდა ხელის შევლება. სათავფურცლე როა, რად უნდა ამას ჩემი თქმა. ხუთიანს ვწერ მინუსით -5 რატომ დაგვეკარგეთ აქამდე? ლექსიკონს ნამდვილად მოიხდენდა ბოლოში. სად ვეძებოთ ამდენი უცნობი სიტყვა? რუსულმა ლიტერატურამ, თუნდაც პუშკინის წყალობით, ბოშური სამყარო ორი საუკუნის წინ გაიცნო. ჩვენში ამ მხრივ დღემდე ყამირია. პუნქტუაცია - ძირითადად კარგია. ასატანი, აქა- იქ უნდა ხელის შევლება. სათავფურცლე როა, რად უნდა ამას ჩემი თქმა. ხუთიანს ვწერ მინუსით -5
2. მომეწონა! ძალიან, ძალიან გამოხარდა ავტორის გამოჩენა. მომეწონა! ძალიან, ძალიან გამოხარდა ავტორის გამოჩენა.
1. ძაან მაგარი ლექსია, ყოჩაღ! ძაან მაგარი ლექსია, ყოჩაღ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|