ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2024


ლოცულობს ბერი...

ლოცულობს ბერი... გულმხურვალედ ლოცულობს ჩვენთვის,
ნატრობს ერთიან საქართველოს, ერის დიდებას,
მისი კაცობა მარადიულ სიყვარულს ერთვის,
მზე გამარჯვების სჯერა: ისევ აღმობრწყინდება.

ლოცულობს ბერი... გულმხურვალედ ლოცულობს ჩვენთვის,
ჭყონდიდელივით მოსურნეა ერის დიდების,
მისი კაცობა მარადიულ სიყვარულს ერთვის,
ხსოვნის წინაშე ის ქედს იხრის ჩვენი გმირების.

2024

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები