ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2024


დამინგრიეს ეკლესია

დამინგრიეს ეკლესია

დამინგრიეს ეკლესია, ამ უღმერთო დღეებმა.
სიბრალულით , ახალ ტაძრებს , თითქოს გულით მიგებენ.
მაგრამ ღმერთი, მე , რომ მყავდა საკურთხევლის კიდესთან,
დამეკარგა ძველ ლოცვებში, ამას ვეღარ იგებენ.

მოწყენილი შემოდგომაც , ახლა იმას მაუწყებს,
ყვითელ ფოთლებს , ვერ უშველის გაზაფხულის კვირტები.
მღელვარ ზღვაში, ჩემი გემის , იალქნების დაუშვეს.
მე კი  გულს ვთხოვ:  გულო ჩემო , ახლაც ნუ შეშინდები.

ვიღას ვუთხრა, ჩემი გულის წუხილი და სადარდო?!
ვარდებს ვრგავდი, სარეველა,  გულზე ამომეზარდა,
მაგრამ ღმერთი , მე , რომ მყავდა საკურთხევლის ყურეში
ძველ ლოცვებში, ნეტავ მანიც, მაინც არ დამეკარგა...


25.09.2024     
ზ.მ


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს