ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 ოქტომბერი, 2024


Анна Ахматова – Умирая, томлюсь о бессмертье

ანა ახმატოვა - სულს ვღაფავ და უკვდავება მტანჯავს

სულს ვღაფავ და უკვდავება მტანჯავს,
ღრუბელია დაბლა მტვრიან ნისლის...
მაქციებო შიშველ წითელ ქაჯთა,
აახრჩოლეთ  ქვაბში მყრალი ფისი. 

ამოცოცდი, მაცდურების ხროვავ,
დამემუქრე ძველ წიგნების ძალით,
დამიტოვე მარტოოდენ ხსოვნა,
ვიდრე მოვა აღსასრული მალი.

მომლოდინეს რათა მტანჯველ რიგში,
არ მეჩვენოს სატრფო უცხოდ, მკაცრად,
მზად ვარ ასჯერ ვზღო ვაით და ვიშით
ღიმილთა და ოცნებათა ნაცვლად.

დამარწყულებს სასიკვდილო საათს
ტანჯულს კვდომა გამჭვირვალე შხამით,
მერე ხალხი შეასრულებს ადათს,
დაიფლება ჩემი ხმა და გვამი.

1 ოქტომბერი, 2024 წ.


Анна Ахматова – Умирая, томлюсь о бессмертье

Умирая, томлюсь о бессмертье.
Низко облако пыльной мглы…
Пусть хоть голые красные черти,
Пусть хоть чан зловонной смолы.

Приползайте ко мне, лукавьте,
Угрозы из ветхих книг,
Только память вы мне оставьте,
Только память в последний миг.

Чтоб в томительной веренице
Не чужим показался ты,
Я готова платить сторицей
За улыбки и за мечты.

Смертный час, наклонясь, напоит
Прозрачною сулемой.
А люди придут, зароют
Мое тело и голос мой.

1912 г.










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები