ჭალაში ქალებს ერთ დიდ ტბაზე უოცნებიათ - ძველ ამბებს ხშირად იხსენებენ კუდიანები. ხომ გადავეშვებოდი შიგნით, კერტებს ცივ წვეთებს შევახებდი თითებით, წყალსაც გავაგიჟებდი. ცხელი ტალღები დამივლიდა, ამამღვრევდაო. - ერთი ახლაც იმ ჭალაშია და გაშლილ თმაზე ძველ ქარებს იხვევს. ასე დამდგარა ორ ფეხზე და დამდგარა მყარად - თითქოს ქვემოთ მორევი ჰქონდეს. თავი მაღლა აუწევია. დახუჭულ თვალებს, შეშუპებულ ნესტოებს მარტო ღმერთებს ანახებს. თითქოს ბრმა იყოს, ცის ამღვრეულ ფერს სუნით ცნობდეს, თავი ამიტომ ჰქონდეს მაღლა, და ნესტოებიც - გაბერილი. ცალ ფეხზე დგომით ჩამოენგრა ის მყიფე სახლი. სად წაიღებს დახეულ კაბას - ფერად ღილებს ქალურობის კვალი ატყვია, აქა-იქ რძის თეთრი წვეთები… - თითქოს ეგეც რამეს ნიშნავდეს, მუზეუმში ჩამოვკიდებ ექსპონატივით. - გააგებინა ღმერთს და ისევ დახუჭა თვალი, ხელები ქვემოთ ჩამოუშვა, თმებში ქარები მოიშენა და ასე მყარად, ასე სუსტად ორ ფეხზე დადგა, ვითომ წეროებს დასცინოდეს. - თქვენ სად მიდიხართ? რომელ ჭალას უნდა ეწიოთ, რა წყალში უნდა გადავარდეთ? - ნიშნისმოგებით ეკითხება ჰაერში ღმერთებს - ეგენიც თითქოს ცოცხლები იყვნენ - ისევ იცინის, დასაკემს კაბას მხრებზე იგდებს და ქვაზე წვება. - შიგ მომიყოლა ჩემმა სახლმა, ჩემმა კედლებმა. როცა პირველად გაიკეთეს ჩიტებმა ბუდე, როცა ბოლოჯერ შემეშინდა გამოღვიძების. მერე ყველა იმ გზას ეწია, გაღმა რომ მოსჩანს, ცხელ სახურავში ჩადნა შენი ბუდეც, ჩიტებიც! ვითომ ეს სახე და ხელები არ მეკუთვნოდეს, უგრძნობს ვგავდე, ძვლები თითის ერთ შეხებაზეც იშლებიან გაუთავებლად…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. როგორი ინტერესით ეცნობით ჩემს ლექსებს. მადლობის მეტი რა მეთქმის. ისე კი, უნდა ითქვას, საითაც უნდა წავიდე, თქვენ მაინც ვერ მოაღწევთ მანდ, ტყუილად ცდილობთ, თანაც უსახური ხერხებით. როგორი ინტერესით ეცნობით ჩემს ლექსებს. მადლობის მეტი რა მეთქმის. ისე კი, უნდა ითქვას, საითაც უნდა წავიდე, თქვენ მაინც ვერ მოაღწევთ მანდ, ტყუილად ცდილობთ, თანაც უსახური ხერხებით.
7. იქეთ ნახევარმთვარე აქეთ კერტები:)))ეგ თქვენი სისუსტეა თუ ძლიერი მხარე?:)))ნიშნისმოგებით გეკითხებით ,რა წყალში უნდა გადავარდეთ ამ პოეზიით?,საით მიდიხართ?:))) იქეთ ნახევარმთვარე აქეთ კერტები:)))ეგ თქვენი სისუსტეა თუ ძლიერი მხარე?:)))ნიშნისმოგებით გეკითხებით ,რა წყალში უნდა გადავარდეთ ამ პოეზიით?,საით მიდიხართ?:)))
4. არ არის ჩემიეორე ექაუნთი, სხვა ექაუნთი არ მაქვს :)) არ არის ჩემიეორე ექაუნთი, სხვა ექაუნთი არ მაქვს :))
3. ზოგადად მესმის ხოლმე შენიშვნები ამ შემთხვევაში რაზე მიმანიშნებთ <33 მარიამ> როგორ გავიგო ეს ტეგი.თქვენ მეორე ექაუნთია თუ სხვა ხართ? ზოგადად მესმის ხოლმე შენიშვნები ამ შემთხვევაში რაზე მიმანიშნებთ <33 მარიამ> როგორ გავიგო ეს ტეგი.თქვენ მეორე ექაუნთია თუ სხვა ხართ?
2. <33 მარიამ > პოეზიის ხიდო <33 მარიამ > პოეზიის ხიდო
1. ეს ჩემი თავის სამყარი აზრი, და გაფიქრების აზრებად თოვა, ვინც კი წავიდა დაგტოვა ბასრი, ვინ არ წასულა, არასდროს მოვა...
თ.გუბელიძე ეს ჩემი თავის სამყარი აზრი, და გაფიქრების აზრებად თოვა, ვინც კი წავიდა დაგტოვა ბასრი, ვინ არ წასულა, არასდროს მოვა...
თ.გუბელიძე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|