ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2024


ვარ რუსთაველის საქართველოდან

მიყვარხარ, მაგრამ მგონი არ გჯერა,
გენდობი, მაგრამ მგონი ვერ ხვდები...
მაშ, სტრიქონებით გეტყვი ამჯერად,
კვლავ შრიალებენ ჩვენი ვერხვები.

შენ პოეზია ძლიერ გიზიდავს
და ვიცი: მოგწონს ჩემი ლექსებიც,
ჩვენ არსად წავალთ ქართულ მიწიდან,
ამ მიწაშია ჩვენი ფესვები.

მიყვარხარ... უნდა დაიჯერო და
უნდა ირწმუნო მგოსნის სიტყვები,
ვარ რუსთაველის საქართველოდან,
მე სიყვარულის გზასაც მივყვები.

2024

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები