რაც მე მიყვარდა, არ ყოფილა, რაც მე მიყვარდა, მიწაზე ღრმად, რომ დასობილა ჩვენი არსობის ტყვიები, მერე მათ ხვრელებში ვთესეთ გალუსი. უკვე ძალიან გვიანაა, ნუღარ მოელი იმათ ავსებას.
საშემოდგომოდ ხორბალი გვაქვს მოსაკრეფი და არაყი დასაყენებელი ხორკლის ქვაბებში, ქვითავსებული მუცლებით რომ ამოპირქვავდნენ და ხელს გიშლიან მოამთავრო საქმე იქამდე, მირქმა, რომ ქვია. და გესხმევა ტანთ ცხელი რვალი, სხვანაირად ვერ განიწმინდე ხორცის ლაქები. მწვანე ლაქები შავად იქცა, ლაქები კაკლის, კაკლები, შენი ფართო ხელისგულზე ნადები.
სარკეს ჩახედე, აი, უკვე რამხელა გახდი! რომც არ გეჭამა და არ გესვა ცხარე ჰაფეზის ვარდი, არასდროს ინატრებდი ყოფნას ასეთად, ახლა მრიცხველთან დიდი რიცხვის ამოსაწერად რომ ჩამომდგარხარ და თან გახლავს სქელი რვეული შენი ლექსების და თმა უკან გადაწეული, რომელსაც თითით ეალერსები.
ცრეც ამ ფურცლებს და დღის სინათლეს რა დაანახებს ნესტიან გულფსკრულს, რომ არ იცის ქვეყნად არავინ, თუ რა გქონდა ან რა არ გქონდა მანდ დასამალი, შენი ოცნების ანაკონდა, როგორ გახრჩობდა და მისი ხათრით არ წახვედი სოფლის ჩარჩოდან. იმყოფე მწირი მოსავალი, მწირი სარჩო და
სანოვაგედ კი გაიხადე ფიქრი ყოველღამ.
ძილისწინ უთვლი ხოლმე ბრუნებს ფიქრის აკრობატს, დარწმუნებულიც კი იყავი - არ დაგტოვებდა, მაგრამ არასდროს დაგიკარგავს იმის მზადყოფნა, რომ ღამით ერთხელ შეიძლება იმდენად დათბეს, საჭიროდ აღარ იგრძნოს თავი - სიზმრიდან გაქრეს, მოგეშვას გულზე მოჭერილი რაც კი რამ გქონდა.
დილას ნათესებს გადაავლებ თვალს და ტანს წყალსაც, განიბან სხეულს, შეიმოსავ, მერე მალიმალ ჩაიცვამ ფეხზეც, შემოიჭერ თასმას განივად, მამლის ყივილთან ერთად წახვალ, ეს გზა წაგიყვანს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა, ფლორენცია <3 მადლობა, ფლორენცია <3
7. საინტერესოდ წერთ შეიძლებოდა ალბათ უფრო მოკლედაც მაგრამ ჩვენ ვინ ვართ პოეტის სათქმელში ჩავერიოთ განწყობა და ემოცია მოაქვს
საინტერესოდ წერთ შეიძლებოდა ალბათ უფრო მოკლედაც მაგრამ ჩვენ ვინ ვართ პოეტის სათქმელში ჩავერიოთ განწყობა და ემოცია მოაქვს
4. რაც მე მიყვარდა, არ ყოფილა, რაც მე მიყვარდა - ლექსი აქ უნდა დამთავრებულიყო ან დანარჩენი 7845370 სიტყვა შეიძლებოდა ორი ფრაზით გამოგეხატათ. სრულიად თავისუფლად დაიტევდა სათქმელს. კარგად დაწერთ ოდესმე, გული მიგრძნობს.)) რაც მე მიყვარდა, არ ყოფილა, რაც მე მიყვარდა - ლექსი აქ უნდა დამთავრებულიყო ან დანარჩენი 7845370 სიტყვა შეიძლებოდა ორი ფრაზით გამოგეხატათ. სრულიად თავისუფლად დაიტევდა სათქმელს. კარგად დაწერთ ოდესმე, გული მიგრძნობს.))
3. რახან არავინ ამბობს, მე ვიტყვი.
ექსპერიმენტულია, ავტორისთვის არადამახასიათებელი ფორმის, თუმცა ის შიდა რითმებს აქაც იწყენებს, რაც ამხელა ბგერწერას უფრო ლამაზსა და სასიამოვნოდ აღსაქმელს ხდის. შეიძლება ითქვას, რომ ის გაძლებინებს კიდეც ლექსის ბოლომდე, რაც ამ შიდა რითმების გარეშე უფრო რთული იქნებოდა აქა-იქ პათეტიკური მომენტებისა და პასაჟების გამო.
"ქვითავსებული მუცლებით რომ ამოპირქვავდნენ და ხელს გიშლიან მოამთავრო საქმე იქამდე, მირქმა, რომ ქვია." ეს კარგია, და მაინც რატომ არა "მირქმამდე"? ბევრად ლაკონიური ხომ გამოვიდოდა? თუმცა ლექსის კეთილხმოვანება რაღაცას დაკარგავდა. თან ქვაბი, ქვები და ქვები.
გულფსკრული კარგია, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს არ ჟღერს.
"განიბან სხეულს, შეიმოსავ, მერე მალიმალ ჩაიცვამ ფეხზეც, შემოიჭერ თასმას განივად, მამლის ყივილთან ერთად წახვალ, ეს გზა წაგიყვანს."
დასასრული მომწონს, გზა წაგიყვანს კარგია. სარითმო წყვილებიც მშვენიერი განიბან-მალიმალ-ჩაიცვამ-განივად-წაგიყვანს ისეა დალაგებული, რომ ზოგიერთის სიხისტემ ყური არ მოგჭრას. სტრიქონის თავში და ბოლოში გარითმვა უხდება ამ საზომს.
ხოდა, ნეტავ რა კომენტარს გააკეთებდა ამაზე ნინო დარბაისელი?
მე დილეტანტი ვარ.
რახან არავინ ამბობს, მე ვიტყვი.

2. მადლობა, მუხა. მადლობა, მუხა.
1. სანოვაგედ კი გაიხადე ფიქრი ყოველღამ. კარგია.
სანოვაგედ კი გაიხადე ფიქრი ყოველღამ. კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|