ნინო დარბაისელი
ცრემლო რატომ მომერევი (მონორაიმი) •••
ცრემლო, რატომ მომერევი? გულო, რატომ მეხურები? შუბლო, სიცხით გამიხურდი, თუ მცივა და მეხურები! აღარც ცხელი ჩაი მინდა, არც ვაშლები - კეხურები. მოგონების აღმართებზე, მუხლო, რატომ მეღუნები? ძველო ხმაო, ბავშვობისა, რანაირად მეყურები! გადავხუნდი, თუ ბავშვობა მიყურებს და ვეხუნები? მომეყინა მე ხელები, მომეყინა მე ყურები. მოყინულან მდინარენიც - შორი ტეხურ-კეხურები, დიდი პაპაც შემოსულა, სიტყვები თქვა გლეხურები. ღამით დაუდია თოვლი, შემცივნულან ბეღურები, თოვლს ატყვია წერილები - მათი ბატიფეხურები. - - მონორაიმი - ერთ რითმაზე გაწყობილი კონვენციური ლექსის სახეობაა. აქ მგონი ათია, არა?! ახლა ტექსტთან დასაბრუნებლად არ მცალია. თუ გინდათ, სცადეთ და კომენტარებში თქვენი მონორაიმები დადეთ, ვნახოთ, ვინ რამდენს გავქაჩავთ! ჩვენც ხომ გვინდა გართობა, არა? მოგვკლავს ამდენი სერიოზულობა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. უთვისტომოდ დარჩენილი თქვენი რითმის სახელი, ნადავლზეა დაწერილი თითქმის ყველა ნახევი, გულში რბილი ლექსები და თითქმის ტირის ადათი, მე მოვედი და დაგტოვეთ თქვენ და ჩემი ბარათი. same style უბრალოდ მგონია რომ ნათელთან ერთად წლებიც ნათელი ხდება,ჩაბნელებულ სტადიონზე კი ჩვენი ფეხბურთელები ნათელ მომავალს უნდა დაზდევდნენ თურმე და არა ბურთს,საკითხავია სადამდე გაძლებს ჩვენი თვითნებურობა ერთიანობის აზრის გამოხატვისთვისთვის.თქვენი ლექსი იდეალური,მომეწონა განსაკუთრებით ''ძველო ზმაო,ბავშვობა მიყურებს და ვეხუნები?ჩემი აზრით ბავშვობა იმის არის ვინც ქერას და ჭაღარას ორივეს მოხუცს ეძახის,ხოლო დიდსა და პატარას თავისი ენით ელაპარაკება,ასეთი გამოთქმაც კი არ გამიგია სადმე,მგონი 3 წლამდე ვიცით თავისუფლების ფასი და მერე უკვე მზრუნველობის იმ სუდარას ვიცვამთ რომელსაც ნუგეშისცემა და გათვალისწინება ქვია,თუმცა სამი წელი ბევრია,ორ წლამდე,დიდი სიხარულით წავიკითხავდი თქვენ მიერ დაწერილ პოეზიას,შემოდგომის პოლიტიკურ ასპარეზე, გაცვენილ ფოთლებზე და მომავალ ზამთარზე. უთვისტომოდ დარჩენილი თქვენი რითმის სახელი, ნადავლზეა დაწერილი თითქმის ყველა ნახევი, გულში რბილი ლექსები და თითქმის ტირის ადათი, მე მოვედი და დაგტოვეთ თქვენ და ჩემი ბარათი. same style უბრალოდ მგონია რომ ნათელთან ერთად წლებიც ნათელი ხდება,ჩაბნელებულ სტადიონზე კი ჩვენი ფეხბურთელები ნათელ მომავალს უნდა დაზდევდნენ თურმე და არა ბურთს,საკითხავია სადამდე გაძლებს ჩვენი თვითნებურობა ერთიანობის აზრის გამოხატვისთვისთვის.თქვენი ლექსი იდეალური,მომეწონა განსაკუთრებით ``ძველო ზმაო,ბავშვობა მიყურებს და ვეხუნები?ჩემი აზრით ბავშვობა იმის არის ვინც ქერას და ჭაღარას ორივეს მოხუცს ეძახის,ხოლო დიდსა და პატარას თავისი ენით ელაპარაკება,ასეთი გამოთქმაც კი არ გამიგია სადმე,მგონი 3 წლამდე ვიცით თავისუფლების ფასი და მერე უკვე მზრუნველობის იმ სუდარას ვიცვამთ რომელსაც ნუგეშისცემა და გათვალისწინება ქვია,თუმცა სამი წელი ბევრია,ორ წლამდე,დიდი სიხარულით წავიკითხავდი თქვენ მიერ დაწერილ პოეზიას,შემოდგომის პოლიტიკურ ასპარეზე, გაცვენილ ფოთლებზე და მომავალ ზამთარზე.
2. მუხა საყვარელო, მადლობა კომენტარისთვის. როცა მოიცალო, ფეისზე ამ ლექსის კომენტარები ნახე. მე ვიტყოდი, რომ უაღრესად საინტერესოდ გაიმართა განხილვა. მასში ძირითადად მონაწილეობდნენ - თემო ჭახნაგია, ბათუ დანელია და პაატა ნაცვლიშვილი. ჭახნაკიამ ბათუს კლასიკად ქცეული ლექსი შეგვახსენა. თქმა არ უნდა, რომ ბათუ დანელიას სახით უპირობო ოსტატი გვყავს ქართული კონვენციური ლექსისა, მაგრამ პაატა ნაცვლიშვილმა არა მხოლოდ ოთხი ყველაზე უკეთესი ნიმუში დაგვიდო და გაიმარჯვა ამ მინი პაექრობაში, არამედ გაირკვა, რომ ამ ტიპის, სხვადასხვა ზომის მთელი ორასლექსიანი კრებული ჰქონია გამოსაცემად გამზადებული. მჯერა, ახალი კრებულის სახით, პაატა ნაცვლიშვილის მიერ კრეატიულობით მუდმივად განებივრებულ ქართველ მკითხველს კვლავ დიდი საჩუქარი ელის. მუხა საყვარელო, მადლობა კომენტარისთვის. როცა მოიცალო, ფეისზე ამ ლექსის კომენტარები ნახე. მე ვიტყოდი, რომ უაღრესად საინტერესოდ გაიმართა განხილვა. მასში ძირითადად მონაწილეობდნენ - თემო ჭახნაგია, ბათუ დანელია და პაატა ნაცვლიშვილი. ჭახნაკიამ ბათუს კლასიკად ქცეული ლექსი შეგვახსენა. თქმა არ უნდა, რომ ბათუ დანელიას სახით უპირობო ოსტატი გვყავს ქართული კონვენციური ლექსისა, მაგრამ პაატა ნაცვლიშვილმა არა მხოლოდ ოთხი ყველაზე უკეთესი ნიმუში დაგვიდო და გაიმარჯვა ამ მინი პაექრობაში, არამედ გაირკვა, რომ ამ ტიპის, სხვადასხვა ზომის მთელი ორასლექსიანი კრებული ჰქონია გამოსაცემად გამზადებული. მჯერა, ახალი კრებულის სახით, პაატა ნაცვლიშვილის მიერ კრეატიულობით მუდმივად განებივრებულ ქართველ მკითხველს კვლავ დიდი საჩუქარი ელის.
1. ნინო ძვირფასო მადლობა ჩვენი განათლებისთვის მზურვნელო, მართლაც პირველად თქგვენგან გავიგე სიტყვა- მონორაიმი და მისი განმარტება რომ
მონორაიმი - ერთ რითმაზე გაწყობილი კონვენციური ლექსის სახეობაა. გართობა კი მინდა მარა , ნიჭი, ნიჭი სადაა. ისევ შენგან ველი... ნინო ძვირფასო მადლობა ჩვენი განათლებისთვის მზურვნელო, მართლაც პირველად თქგვენგან გავიგე სიტყვა- მონორაიმი და მისი განმარტება რომ
მონორაიმი - ერთ რითმაზე გაწყობილი კონვენციური ლექსის სახეობაა. გართობა კი მინდა მარა , ნიჭი, ნიჭი სადაა. ისევ შენგან ველი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|