 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 16 ოქტომბერი, 2024 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
მესალინასი, კონდოტიერის
ის ქალი გახსოვს, ქუჩის ქალი, უსახლკარო, არასმქონელი, სნეული ერთი, რომ გაუჩერდი პირმოჩიფჩიფეს?
ჯერ არ მოვკვდები, მინდა ვიცოდე, ამის მერე რა იქნებაო?
იმ ხიდზე იწვა, რაღაც ძველმანებშემოხვეული, იმავე ხიდზე, ჭუჭყიანზე, გადასახტომად რომ მიდიოდი!
და ხომ გადადგი მოაჯირზე კიდეც ნაბიჯი, ნეტა რა ძალამ გკრა გულზე ხელი, ნეტა რა ძალამ უკუგაქცია და თავდაღმართში გამოგაქცია, მეძავთა შორის უმეძავესო,
მოითქვი სული, ო, მესალინა!
რა ადვილია, სასიკვდილოდ გაიმეტო ვინმე, ნაცნობი, უცნობისა ხომ - სულ ადვილია და რა ძნელია თავის მოკვლა!
და თუკი სხვა გზა არ დაგრჩენია დაელოდე კონდოტიერებს! ვის?! სულერთია. ყველა მათგანი გამოწვრთნილი ჯარისკაცია, გასამრჯელოსთვის გიერთგულებს, ყველაფერს იზამს.
თავის მოკვლაა ძნელი, თორემ სხვისი მოკვლა სულ ადვილია: ნელა მოწამლავ ან დაცინვით დღეს მოუსწრაფებ, მოულოდნელი საქციელით გულს გაუხეთქავ, უსისხლოდ მოკლავ ან ყოფას ისე გაუმწარებ, რომ სიკვდილი ენატრებოდეს, ბოლოს და ბოლოს, იპოვი ვინმე გულუბრყვილოს, მაგრამ ძალმოსილს და შეაჩეჩებ, შენ - გაიღიმებ გარეთ გასული, კვლავ დიდებული, მიამიტად ყელს მოიღერებ… გინდოდეს ოღონდ, ათასნაირი გზა არსებობს, ხერხი არსებობს. თავის მოკვლა კი, თუ რამ ნაღველი უცნაური არ დაგწოლია, ბევრიც ეცადო, არ გამოგივა.
აი, ინათებს, ძველებურად აიკრიფება რუხნარევი მარმარილოს მძიმე ნისლი ტიბერის თავზე, ივლის მდინარე ძველ კალაპოტში და ვინც მოუსმენს, მოუყვება, რა ძნელია თვითმკვლელობა, მერე წავა და ისიც ზღვებში ჩაიკარგება!
მოითქვი სული, ო, მესალინა, ნეტა ეს ხილვა ლექსად არ მექცეს, ერთხელ გავუძლო რითმის სიმხეცეს, მკითხველისაკენ აღარ გამექცეს, ამ ერთხელ მაინც, გაუმხელად დამამალინა! ო, მესალინა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ახსნები განსაკუთრებით საინტერესოა
ახსნები განსაკუთრებით საინტერესოა
4. რა კარგი,საინტერესო ლექსი და უკეთესი, შესანიშნავი, ნინო დარბაისელის კომენტარები. რა კარგი,საინტერესო ლექსი და უკეთესი, შესანიშნავი, ნინო დარბაისელის კომენტარები.
3. ერთსაც დავამატებ. იმ უპატრონო მოხუცმა გადამრია. ,, მტკვარი ახლოა, გინდა მტკვარში თავი დაიხრჩოო” ხომ გახსოვთ?! არა რაიმე რელიგიური მოსაზრების, არამედ იმის გამო, რომ ელის, ცხოვრებაში კიდევ რა მოხდებაო, გდია უპატრონო, უარაფრო და კიდევ სიცოცხლეს ებღაუჭება. მე - ალბათ, ეგრევე გადავხტებოდი. ერთსაც დავამატებ. იმ უპატრონო მოხუცმა გადამრია. ,, მტკვარი ახლოა, გინდა მტკვარში თავი დაიხრჩოო” ხომ გახსოვთ?! არა რაიმე რელიგიური მოსაზრების, არამედ იმის გამო, რომ ელის, ცხოვრებაში კიდევ რა მოხდებაო, გდია უპატრონო, უარაფრო და კიდევ სიცოცხლეს ებღაუჭება. მე - ალბათ, ეგრევე გადავხტებოდი.
2. მაჰსა ამინი! მადლობა საინტერესო კომენტარისთვის. ამ ლექსში ზუსტად იმ დოზითაა პათეტიკა, როგორც საჭიროა, ვფიქრობ, ამაში გარკვეულწილად მაინც დარწმუნდებით თუ ცოტათი აგიხსნით, რა ხდება. აღებული მაქვს რომაული ტრაგედიის ცნობილი თემა, მესალინა” მოვუძებნე კუთხე, რომელიც თანამედროვე წიგნებისა და მრავალსერიიანი ფილმების მთელი სიმრავლის არსებობის მიუხედავად , ხელუხლებლად იყო დარჩენილი. ლექსში პრაქტიკულად - ორი ქალის მოლანდებაა მდინარის ნისლში. იქ მეორე ქალია, რომელის მეძავობის უძველეს პროფესიას მისდევს და სასოწარკვეთილს თავის მოკვლა სურს. ქვეტექსტურად იკვეთება, რომ შურისძიების გამოც ნაფიქრი აქვს უშედეგოდ. მანდ ცოტა ავტორისეული ირონიაც ურევია, თუ დაუკვირდებით, როცა კონდოტიერებზე ლაპარაკობს. (კონდოტიერი დღეს ნიშნავს პირად დაცვას, სლენგია იტალიურიდან წამოსული და დასავლეთში გავრცელებული, ვუნმეს ფულის გულისთვის ერთგულს)
მესალინა იყო რომაელი იმპერატორის , კოჭლი და შეუხედავი კლაუდიუსის ულამაზესი ცოლი. იმდენად ავხორცი, რომ შეჯიბრში გამოიწვია რომის ყველაზე ცნობილი მეძავი, ეეთ ღამეში ვინ უფრო მეტ მამაკაცს გაისტუმრებდა ბდა. მეძავმა 24- ზე მეტი ვერ შესძლო და მესალინამ ერთით აჯობა, ამიტომ ვუწოდებ მეძავთა შორის უმეძავესს.. ჩაახოცინა ქმარს ყველა, ვისაც თავი შესთავაზა და უარი მიიღო, ვინც ოდნავ არ მოეწონა. კლაუდიუსი უკიდეგანოდ ენდობოდა. ბოლოს შეთქმულებაში ჩაერთო იმპერატორის წინააღმდეგ, ქმრის მოკვლა დაივალა. არ გამოუვიდა კლაუდიუსმა სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მაშინ ასეთი წესი იყო, წარუჩინებლებს თუ საჯაროდ ხოცავდნენ და ხალხსაც ართობდნენ. წარჩინებულს თავად უნდა მოეყვანა სისრულეში თავისი განაჩენი, ( როგორც სოკრატემ დალია საწამლავი თავისი ხელით) როგორ არ ეცადა მესალინა და ვერ შესძლო. კლაუდიუსის ხელქვეითებს შეეშინდათ, რისხვა არ დაუცხრეს და არაპატიოსო და მისი მცველები - კონდოტიერები მიუგზავნეს. მათი ხელით მოკვდა. მას მერე ორიათასი წელი გავიდა და იტალიაში სიტყვა “მესალინა “ ჩვეულებრი კი არა, ძალიან მეძავს ნიშნავს დღემდე( სხვადასხვა სიტყვა აქვტ ჩვენი არ იყოს, მაგ საქმეზე დამდგარი ქალებისთვის. რა შუაშია მდინარეზე მარმარილოს თან რუხშერეული ნისლი? მისი მარმარილოს ქანდაკება სწორედ ასეთია - არ არის აბსოლუტურად თეთრი. კიდევ ერთი: “უცნაური ნაღველი” - ნიშნავს დეპრესიას. სუისციდალური სიმპტომის მქონე ადამიანები შემთხცევათა უმრავლეს ნაწილში სწორედ დეპრესიულები არიან. ( მგონი ასეც იწოდება არა ?! - დეპრესიულ - სუისციდალური სინდრომი) შეგახსენებთ, გალაკტიონს სჭირდა ყმაწვილობიდან,. ასეც დაასრულა მიწიერი არსებობა. ადამიანები დეპრესიის ფაზაში ჩადიან თვითმკვლელობას. სიტყვა დეპრესიას ლექსის კონოტაციური ველი ვერ მოირგებდა . ძალით ,, გათანამედროვდებოდა” დეპრესია კი მაშინაც არსებობდა, ცხადია და “უცნაური ნაღველის” რაღაც მსგავსს უწოდებდნენ. თუ კიდევ რაიმე კითხვა გაგიჩნდეთ, არ მოგერიდოთ, აუცილებლად დამიწერეთ უაზროდაც რომ მოგეჩვენოთ. ეს მე ძალიან მეხმარება შემოქმედებით თვითრეფლექსიაში. სხვა მკითხველებსაც აინტერესებთ, მაგრამ ზოგი რატომღაც მეტისმეტად მორიდებულია.
მაჰსა ამინი! მადლობა საინტერესო კომენტარისთვის. ამ ლექსში ზუსტად იმ დოზითაა პათეტიკა, როგორც საჭიროა, ვფიქრობ, ამაში გარკვეულწილად მაინც დარწმუნდებით თუ ცოტათი აგიხსნით, რა ხდება. აღებული მაქვს რომაული ტრაგედიის ცნობილი თემა, მესალინა” მოვუძებნე კუთხე, რომელიც თანამედროვე წიგნებისა და მრავალსერიიანი ფილმების მთელი სიმრავლის არსებობის მიუხედავად , ხელუხლებლად იყო დარჩენილი. ლექსში პრაქტიკულად - ორი ქალის მოლანდებაა მდინარის ნისლში. იქ მეორე ქალია, რომელის მეძავობის უძველეს პროფესიას მისდევს და სასოწარკვეთილს თავის მოკვლა სურს. ქვეტექსტურად იკვეთება, რომ შურისძიების გამოც ნაფიქრი აქვს უშედეგოდ. მანდ ცოტა ავტორისეული ირონიაც ურევია, თუ დაუკვირდებით, როცა კონდოტიერებზე ლაპარაკობს. (კონდოტიერი დღეს ნიშნავს პირად დაცვას, სლენგია იტალიურიდან წამოსული და დასავლეთში გავრცელებული, ვუნმეს ფულის გულისთვის ერთგულს)
მესალინა იყო რომაელი იმპერატორის , კოჭლი და შეუხედავი კლაუდიუსის ულამაზესი ცოლი. იმდენად ავხორცი, რომ შეჯიბრში გამოიწვია რომის ყველაზე ცნობილი მეძავი, ეეთ ღამეში ვინ უფრო მეტ მამაკაცს გაისტუმრებდა ბდა. მეძავმა 24- ზე მეტი ვერ შესძლო და მესალინამ ერთით აჯობა, ამიტომ ვუწოდებ მეძავთა შორის უმეძავესს.. ჩაახოცინა ქმარს ყველა, ვისაც თავი შესთავაზა და უარი მიიღო, ვინც ოდნავ არ მოეწონა. კლაუდიუსი უკიდეგანოდ ენდობოდა. ბოლოს შეთქმულებაში ჩაერთო იმპერატორის წინააღმდეგ, ქმრის მოკვლა დაივალა. არ გამოუვიდა კლაუდიუსმა სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მაშინ ასეთი წესი იყო, წარუჩინებლებს თუ საჯაროდ ხოცავდნენ და ხალხსაც ართობდნენ. წარჩინებულს თავად უნდა მოეყვანა სისრულეში თავისი განაჩენი, ( როგორც სოკრატემ დალია საწამლავი თავისი ხელით) როგორ არ ეცადა მესალინა და ვერ შესძლო. კლაუდიუსის ხელქვეითებს შეეშინდათ, რისხვა არ დაუცხრეს და არაპატიოსო და მისი მცველები - კონდოტიერები მიუგზავნეს. მათი ხელით მოკვდა. მას მერე ორიათასი წელი გავიდა და იტალიაში სიტყვა “მესალინა “ ჩვეულებრი კი არა, ძალიან მეძავს ნიშნავს დღემდე( სხვადასხვა სიტყვა აქვტ ჩვენი არ იყოს, მაგ საქმეზე დამდგარი ქალებისთვის. რა შუაშია მდინარეზე მარმარილოს თან რუხშერეული ნისლი? მისი მარმარილოს ქანდაკება სწორედ ასეთია - არ არის აბსოლუტურად თეთრი. კიდევ ერთი: “უცნაური ნაღველი” - ნიშნავს დეპრესიას. სუისციდალური სიმპტომის მქონე ადამიანები შემთხცევათა უმრავლეს ნაწილში სწორედ დეპრესიულები არიან. ( მგონი ასეც იწოდება არა ?! - დეპრესიულ - სუისციდალური სინდრომი) შეგახსენებთ, გალაკტიონს სჭირდა ყმაწვილობიდან,. ასეც დაასრულა მიწიერი არსებობა. ადამიანები დეპრესიის ფაზაში ჩადიან თვითმკვლელობას. სიტყვა დეპრესიას ლექსის კონოტაციური ველი ვერ მოირგებდა . ძალით ,, გათანამედროვდებოდა” დეპრესია კი მაშინაც არსებობდა, ცხადია და “უცნაური ნაღველის” რაღაც მსგავსს უწოდებდნენ. თუ კიდევ რაიმე კითხვა გაგიჩნდეთ, არ მოგერიდოთ, აუცილებლად დამიწერეთ უაზროდაც რომ მოგეჩვენოთ. ეს მე ძალიან მეხმარება შემოქმედებით თვითრეფლექსიაში. სხვა მკითხველებსაც აინტერესებთ, მაგრამ ზოგი რატომღაც მეტისმეტად მორიდებულია.
1. პათეტიკას თუ მოაშორებდით ამ ლექსს, რაღაც კარგს გადაარჩენდით))
ეს მაგალითად, პათეტიკური უაზრობაა, თან ტყუილი, "უცნაური ნაღველის" გამო არ იკლავენ თავს.
"თავის მოკვლა კი, თუ რამ ნაღველი უცნაური არ დაგწოლია, ბევრიც ეცადო, არ გამოგივა."
პათეტიკას თუ მოაშორებდით ამ ლექსს, რაღაც კარგს გადაარჩენდით))
ეს მაგალითად, პათეტიკური უაზრობაა, თან ტყუილი, "უცნაური ნაღველის" გამო არ იკლავენ თავს.
"თავის მოკვლა კი, თუ რამ ნაღველი უცნაური არ დაგწოლია, ბევრიც ეცადო, არ გამოგივა."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|