ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2024


დილა

დილა მშვიდობისა, საქართველო!
ღრუბლიანო, შავო ცაო; კბილის ტკვილივით მძიმე ქარო.
ისევ... კიდევ, როცა გინსბერგი როკენროლურად წერს,
გალაქტიონი, არწყევს, მარტო...
და როცა სტეფან ცვაიგი რომანტიკულად კვდება ცოლთან ერთად,
გრანელის გვამი, ლპება და აყროლებს მთლიან ნახალოვკას.
აქ, ახლა, ისევ. ჯავახიშვილისებურად...ჰმმ.. ჯოჯოხეთი?! ამ ქვეყნის შემდეგ, კიდევ, ჯოჯოხეთი?!
ვერ დავეზრდებით ალგეთს ლეკვები, ჩვენ უკვე გაგვახვიეს თეთრ ტომარაში და გვისროლეს მდინარეში.
ოთხმოცდაათიანების მამაჩემმა შეკრა ბანტი, თავისი ტრუსის ფული რომ არ ქონდა და მაინც დაგყვარა ლეკვები.
ოჰჰ... და ქართველი წმინდანი „დედა“, რომელიც ყოველთვის თავისი სისულელით არის გამორჩეული.
ინკუბატორი დედა.
დედა, რომელიც არსად გიშვებს.
დედა, რომელიც ყველგან გიშვებს.
დედა - რას არ იკადრებს, რომ გადარჩე ეგზისცენტიალობისთვის,
გადარჩე აბსურდისთვის,
გადარჩე ომში სამამულო გმირის წოდებისთვის,
გადარჩე...
გადარჩე, რომ იქნებ, როგორღაც შენით მაინც, ამოიწმინდონ ის, რაც ჩაისვარეს.
გრძელფეხება პაიჭაძე ქმარს გაშორდა,
ბურჭულაძე გალოთებული უპოვნიათ ცირკთან,
ჭიათურაში მარგანეცი გათავდა
და
შემოხაზეთ, რომელიმე პარტია, თქვენი მომავლისთვის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები