ანა ახმატოვა - ლოცვით ვითხოვდი მიღმიერისგან
ლოცვით ვითხოვდი მიღმიერისგან: “დამიცხრე მღერის წყურვა უკლებლად!“ თუმც მიწიერი მიწიერისგან ამქვეყნად ვეღარ თავისუფლდება.
არ შეუძლია ვით კვამლს ზვარაკის, ძალის, დიდების ტახტთან მიღწევა, არამედ მდელოს გადანაკრავი, მლოცველი ბალახს კოცნის, ირწევა.
მიწაზე მსგავსად გართხმულს, ნაწამებს, ღმერთო, ციურ ცეცხლს გასაწმინდებლად გარდამოუვლენ მიკრულ წამწამებს და გასაოცარ ჩემს გარინდებას?
31 ოქტომბერი, 2024 წ.
Анна Ахматова - Я так молилась
Я так молилась: «Утоли Глухую жажду песнопенья!» Но нет земному от земли И не было освобожденья.
Как дым от жертвы, что не мог Взлететь к престолу Сил и Славы, А только стелется у ног, Молитвенно целуя травы,
—Так я, Господь, простерта ниц: Коснется ли огонь небесный Моих сомкнувшихся ресниц И немоты моей чудесной?
1913 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგი თარგმანია, თუმცა სათაური შეიძლებოდა? პირდაპირი თარგმანით ყოფილიყო და მერე ( განმარტება რას ითხოვდა)
ლოცვით ვითხოვდი მიღმიერისგან: “დამიცხრე მღერის წყურვა უკლებლად!“ და ა.შ. ბოლომდე შესანიშნავი თარგმანია. ეს ჩემი სუბიექტურ აზრია და სხვა არაფერი. კარგი თარგმანია, თუმცა სათაური შეიძლებოდა? პირდაპირი თარგმანით ყოფილიყო და მერე ( განმარტება რას ითხოვდა)
ლოცვით ვითხოვდი მიღმიერისგან: “დამიცხრე მღერის წყურვა უკლებლად!“ და ა.შ. ბოლომდე შესანიშნავი თარგმანია. ეს ჩემი სუბიექტურ აზრია და სხვა არაფერი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|