ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2024


ჰიმნი ჯენზური

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჰიმნი ჯენზური

არ გვინდა სიტყვა -  ჯონზე და ჯუნზე,
ანდა  ბოთლიდან ამოსულ ჯინზე,
როდესაც ერი  ვერ არის ჯანზე,
ერთი იმედი დარჩება - ჯენზი!

ჯენზი და ჯენზი,
ჯენზი და ჯენზი,
არვის  დაისვამს  არდასაჯენზე.

ჯენზი და ჯენზი,
ჯენზი და ჯენზი -
ერის საბჯენი -
- ცის მისაბჯენზე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები