ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიშნები და კუთხეები
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2024


საკმარისია ერთი

საკმარისია ერთი სუნთქვა, ერთი შეკითხვა,
ერთი პასუხი, ერთი ქალი, ერთი ფურცელი;
აღმოჩენილი პასუხები შერიგებისას -
კითხვაში აზრი, ქალში სიტყვა, ქალი ფურცელში.

სახლში ხალიჩა, ბზარი კარის, კარზე ურდული,
ოთახი სითბოს არ იკარებს და თერმომეტრი
შემოდებული მაგიდაზე, სასაყვედურო
თემებით სავსე, აი ასე, ცა - ცის ფიტული,
როცა გამოსულს აივანზე მსგავს ეზოებში

გკლავს შემოდგომა, აი, ნახე, სხვათაშორისი,
გავს შემოდგომებს პირველებს და უკანასკნელებს,
მას, ნაიარევ მერქნებს ასწვიმს, ასე ასველებს
ის ერთადერთი, უნახავი ქალთა გლოვისხმა.
უკვე ეჭვია, რას მოისხამს, თუ არ მოისხამს.
კბილის კრეჭია ამინდია რიგში შემდეგი
სიკვდილის სუნიც ტარიგია უფლის შეწევნის,
ჭიანჭველებად დაგვიდიან და ჩვენც ომის გვწამს,

ბოლო გვაკვირვებს, საფლავებით, ქრიზანთემებით,
მემორიალი, სცენები და მიზანსცენები -

სტილი ჩვენების.
ერთი ქალი.
ერთი პასუხი,
ერთი შეკითხვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები