ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2024


მედიდური აღსასრული

ასე დამთვარდი და ფიქრები ცას შეელია,
რომ განსხვავება საჩემოც კი ასე დაღლილი,
დიდების მადლი ზუსტად ისა ,რომ შვებებია
სიხარულისთვის დაბნეული მძივად დაყრილი
აზრები ჩემი არამზადაც ცამდე ვიკმარე,
და საყელური უთვისტომო ერთი ხიდია,
თუ გაზაფხულზე გაღიმება ასე ვიწამე,
მაშინ საყდარში უცოდველსა არა მივლია,
შიში და ბოდვა ერთგულების თუა წამალი,
მაშინ განდგომა უფლისთვისაც მწარე დარდია,
და სიხარულად დაქცეული ჩემი ამალით,
თქმული სიკეთე სახსოვარი შემიყვარდია,
ასე ნანატრი გაღიმება ჩემი ამბორით,
და სანატრელი სიხარული ჩუმი თვალისა,
მე წლებით ვივლი,ასე ამის ჩუმად გამგონი,
ვერ ვნახე კარგი, დავიხსომე ჩემი ბრალისა,
სიჩუმემ მნახა და საყდარის ერთის რომ მწამდა,
სიტყვები, ჩადრი გაღეღილი, სხივის წამებად,
გუთანი ველებს უგუნებო ხარივით ხნავდა,
დამჩემდა ლოცვა და სახიერს არ სურს წამება,
ედემის ბაღი საუნჯეა სიტყვის ღმერთობის,
და საკიდური ჩემი ზეცა თურმე დაიტევს,
და თუ ვერასდროს ვერ ვიომეთ სიტყვით, ერთობით,
ცხენოსანს კლავდენ, დაარქმევდნენ პაიკს გამბიტებს,
სიჩუმის მსგავსი სინანული ასე ღმერთია,
და სახვალიო მიჯნურივით სიტყვით ფარული,
მე თუ საყდრამდე მისასვლელი გზები მერჩიან,
ვერა ყოფილა საქართველო თურმე დაცული,
ქაშვეთის მადლო დიდი ხნის წინ სისხლის კელიავ,
შენ ამ გაზაფხულს არამზადა თუ არ უწოდე,
მე შენთან მოსულს კელაპტრები არ მომელიან,
მიჯობს სინანულს და სახიერ ცრემლებს უწყოდე,
დიდხანს ვიარე და სიჩუმე შემომერია,
და საყდარივით გალექსილი ჩემი ადათი,
ასე ვარ მდორე მდინარესაც გამოელია,
ზვირთები დიდი რომ გვიქადის ყველა წარმართი
ჩემო საუნჯევ საქართველოვ ასე გიცქერი,
და სილაჟვარდე გაბნეული ჩემი, ზრახვებად,
თუ კიდევ ერთხელ შენ წინაშე მე წავიქცევი,
დარჩი შენ მოძმედ და არასდროს მხოლოდ მნახევალად

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები