ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2024


კანკალი

თავიდან, როცა დავიბადე, და მერე დავიძინე, და მერე გავიღვიძე, სუ პირველად... არანაირი არ ვიყავი, უფრო სწორად, თუ პრინც ბასტერს  და დესმონდ დექერს მოვუსმენდი, მხიარულად ვიგრძნობდი თავს. გესმის?! არადა მე არც პრინცი ბასტერი ვარ და არც დესმონდ დექერი.
სად ვარ მე?!
შენ ალბათ გგონია, რომ მე მშვიდი ვარ, მაგრამ გააჩნია, რომელ ჩაის დავლევ. თუ ეს პასიფლორას ჩაი იქნება, კიბატონო, მშვიდი ვარ, მაგრამ თუ ეს მატეს მწვანე ჩაია, - შენ ჯვარი გწერია.
მაგრამ, მე მწუხარეც ვარ, როცა ბლაინდ უილიამ ჯონსონი მიყვება გოსპელზე. ხედავ?! არ ვიცი, სად ვარ მე.
სიკვდილის მეშინია, როცა ამიგდალა მიაქტიურდება და სიცოცხლე მიყვარს, როცა სეროტონინს ვაფრქვევ.
არც ვიცი, რა მქვია, ჩემი დიდი ბაბუის სახელი, თუ ენდორფინები და გლუტამატები.
აის 1101 ის ფონზე ხომ არა და არ ვარ და აღარც ვილაპარაკებ, ყველაზე პატარა რამეებზე.
ერთხელაც, ვიღაც მოვა, თავიდან ამომგლეჯს ჰიპოკამპუსს, მე კი მაინც იმას ვიდარდებ, სად ვარ და როგორ.
შენ გგონია, ბევრი შაქარი მომკლავს?! ასეთი იღბლიანი გგონივარ?! ?! მე მხოლოდ სიღარიბე და კბილის ტკივილი მკლავს, ამიტომაც მიყვარს ცვეტაევა მარინა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები