ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
13 ნოემბერი, 2024


Анна Ахматова - Где, высокая, твой цыганенок

ანა ახმატოვა - შენი ბოშა ბიჭი, მაღალო, სად არის

„შენი ბოშა ბიჭი, მაღალო, სად არის,
ის, ვინაც ტიროდა ქვეშ შავი მანდილის,
რა იცი, რა გახსოვს შენს პირველ პატარის,
სადა აქვს ამჟამად სამკვიდრო ადგილი?“

„დედობის ხვედრია ტანჯვა საშიშარი,
არ ვიყავ თუმც ღირსი, მაგან დამანელა,
თეთრ სასუფეველში გაიღო ჭიშკარი
და შიგნით შეუძღვა ყმაწვილს მაგდანელა.

დღეებს სიხარული მოაქვთ, ნეტარება,
ხანგრძლივ გაზაფხულში ჩავრჩი სამუდამოდ,
ოღონდ მოცლილ ხელებს ტვირთი ენატრებათ,
სიზმარში ყრმის ტირილს ვისმენ სამუდაროს.

გული შეშფოთდება მტკივანი, მტირალი,
მღალატობს ხსოვნა და ჩამესმის გაგანი
და ბნელ ოთახებში მიხდება ყიალი,
რათა სიყრმის შვილის მოვძებნო აკვანი".

13 ნოემბერი, ასი ათასი მოწამის ხს. დღე, 2024 წ.

----------------------------------------------------------------
ეს ლექსი ახმატოვამ უძღვნა მის მეგობარს, პოეტ და მთარგმნელ ოლგა გლებოვა-სუდეიკინას (1885-1945). ოლგა იყო ცნობილი რუსი მხატვრის, სერგეი სუდეიკინის მეუღლე.

ლექსში ნახსენები "ბოშა ბიჭი" იყო ოლგას შვილი, რომელიც ძალიან პატარა ასაკში გარდაიცვალა.
ოლღა მაღალი და თხელი ქალი იყო.

ლექსში გამოყენებული რელიგიური სიმბოლიკა ("თეთრი სამოთხე", "მაგდალინა") მიანიშნებს, რომ ბავშვი ახლა ზეციურ სასუფეველშია. დედის ტკივილი კი გამოხატულია ყოველდღიურ დეტალებში - ბნელ ოთახებში ხეტიალში, ცარიელი აკვნის ძებნაში, სიზმრებში შვილის ტირილის მოსმენაში.


Анна Ахматова - Где, высокая, твой цыганенок

«Где, высокая, твой цыганенок,
Тот, что плакал под черным платком,
Где твой маленький первый ребенок,
Что ты знаешь, что помнишь о нем?»

«Доля матери — светлая пытка,
Я достойна ее не была.
В белый рай растворилась калитка,
Магдалина сыночка взяла.

Каждый день мой — веселый, хороший,
Заблудилась я в длинной весне,
Только руки тоскуют по ноше,
Только плач его слышу во сне.

Станет сердце тревожным и томным,
И не помню тогда ничего,
Все брожу я по комнатам темным,
Все ищу колыбельку его».

1914 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები