დილა გათენდა,სახამებლად დგება ნოემბრის, ვერ ვნახე ,ფოთლებს დატყობია ზეცის ფარდობა, თუ კი მშვენების სიახლოვე ასე მოგველის, მაშინ გაზაფხულს გულიანი ხარი დარდობდა,
რა განიზრახა?!დადუმდება ალბათ კერები, რა განიზრახა?!სიახლოვეს ასე ვიშორებ, და დაბზარული სმენასავით ჩუმი კედლები, ჰგვანან გაზაფხულს და სინაზის მდორე სიშორეს,
ჩემი ნექტარი გადმოღვრილი ჩემი დარდია, სადაც ნანახმა ფიანდაზად გზები დამიგო, თუ გაღიმება ასე თქმული შემიყვარდია, მაშ ბედისწერამ ჩემ მახვილსაც გემო გაუგო,
ისევ დავეცით ბერიანად გზები გავლიეთ, ისევ აღვსდგებით ფერფლიანად და ნაცარები, ეტყვიან ყველას თუ რამდენი ღვინო დავლიეთ, რამდენი იყო სადღეგრძელო განაწვალები,
შარი შარია, მაგრამ არა, იყოს ფარულად, რადგან ზრახვებით ბოროტების იდგა კელია, და სიზმრის სხივი ამ სხვივებით გადამალულად, ასე ნათქვამი,ნაფიქრალიც ძალზედ ძველია,
თუ სისხლისფერი სიახლოვე შენ რომ მაგემე, გახურებულა,ადუღდება ალბათ წვალება, გავყურებ წარსულს და ვერ ვითვლი ბედთან წაგებებს, რომ ვერ იხილეს სახილავი ჩემმა თვალებმა,
შიში კელიას უსაფუძვლოდ თუ კი მოედო, შიშმა ეკმაროს გახევებად სულის კიდობანს? თუ სამკაული ჟღარუნაა და თან სონეტობს, დავჭერით პური პირველივეს ვამბობთ მშვიდობას,
თუ შემაშველე ხელიანად სიტყვის ამბორი, რომ სადღეგრძელო ადათია არა პირობა, თუ ყავს დამლევი თან მართალი თანაც გამგონი, ეს ასე მე ვთქვი არა მითხრა ალბათ სინოდმა,
ჩვილის ტირილი სახიერი იყოს ტკვილად, რადგან სუფთაა,მან არ იცის ბედთან ჩივილი, ადიდა წყლები, გადმოდინდა სადღაც ყვირილა, ვერ ვნახეთ მკვდარი,ვერ გავიგეთ მისი ყვირილი,
ჭამე მოძღვარო,ღმერთი არა, ამას არ ითმენს, ვერც დაიტია იმდენია ცამდე მარხილი, ირმების ჯოგი თუ მარხილში თავებს გაიბნევს, ვაშლი არ უყვართ დაიხსომე,უყვართ სხვა ხილი,
ასე ადამი იწაფება იესოს მადლში, და სახსრებს ჩვნესას ისეთივე ბუღი რომ ასდის, დავწერე ლექსად დაეტია სიტყვები დარდში, ჭამე მოძღვარო შემოდგომის ფოთლები ბარდნის.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჩემი ნექტარი გადმოღვრილი ჩემი დარდია, სადაც ნანახმა ფიანდაზად გზები დამიგო, თუ გაღიმება ასე თქმული შემიყვარდია, მაშ ბედისწერამ ჩემ მახვილსაც გემო გაუგო, ჩემი ნექტარი გადმოღვრილი ჩემი დარდია, სადაც ნანახმა ფიანდაზად გზები დამიგო, თუ გაღიმება ასე თქმული შემიყვარდია, მაშ ბედისწერამ ჩემ მახვილსაც გემო გაუგო,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|