ანა ახმატოვა - არც მაქო, არც ლანძღვა მკადრა
არც მაქო, არც ლანძღვა მკადრა, მსგავსად მოყვრის, ან ურიდის, მხოლოდ სული მომაბარა, დამიბარა: გაუფრთხილდი.
შემაშფოთებს ფიქრი ერთი, თუკი მიიცვლება ახლა, მთავარანგელოზი ღმერთის მოვა, სულს წარუძღვეს მაღლა.
როგორ გადავმალო გვერდით, რომ ვერ ნახოს უფლის მზერამ? ის, ვინც ასე ტირის, მღერის, სამოთხეში შევა, მჯერა.
18 ნოემბერი, 2024 წ.
---------------------------------------------------------------- ეს ლექსი ეძღვნება ნიკოლაი გუმილიოვს - პოეტს, რომელიც იყო ახმატოვას პირველი ქმარი. ლექსში ჩანს მათი რთული ურთიერთობის ამბავი.
ლექსის ძირითადი თემაა ის, რომ მიუხედავად მათი გაყრისა, გუმილიოვმა თავისი "სული დაუტოვა" პოეტს. ახმატოვა წუხს, რომ თუ გუმილიოვი მოკვდება (ლექსი დაწერილია მის სიკვდილამდე), მთავარანგელოზი მოვა მისი სულის წასაყვანად, რომელიც ახმატოვასთან არის "შენახული".
სამწუხაროდ, ეს წინათგრძნობა გამართლდა - გუმილიოვი 1921 წელს დახვრიტეს საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგო კონტრრევოლუციურ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. ლექსში ჩანს როგორც პირადი ურთიერთობის სირთულე, ისე ტრაგიკული წინათგრძნობა.
Анна Ахматова – Не хулил меня, не славил
Не хулил меня, не славил, Как друзья и как враги. Только душу мне оставил И сказал: побереги.
И одно меня тревожит: Если он теперь умрет, Ведь ко мне Архангел Божий За душой его придет.
Как тогда ее я спрячу, Как от Бога утаю? Та, что так поет и плачет, Быть должна в Его раю.
1915 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგი ლექსი, კარგი თარგმანით და იფორმაციით. კარგი ლექსი, კარგი თარგმანით და იფორმაციით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|