ისე მახსოვხარ, თითქოს იყო ნასწავლი ჭკუა, ამბებს ვიხსენებ და როდესაც ამბებს ვიხსენებ ვიხსნები, თითქოს გამოცდა მაქვს, თითქოს ტვინი ვარ და ვეძებ, როგორც გამოსავალს, სადმე ბილინგვას, რომ ვთარგმნო წასვლა-წამოსვლა და ფერი, მიმიკა, ყველა ის თავი, ოდესაღაც რომ გულზე მიმიკრავს. მათთვის ვინც ხედვის, ისმენს, მათთვის ვინც მაინც ყრუა, ვიხსენებ ამბებს და როდესაც ამბებს ვიხსენებ, ვიხსნები თითქოს გამოცდა მაქვს, თითქოს ტვინი ვარ, რომ ვთარგმნო წასვლა-წამოსვლა და ფერი, მიმიკა, და ყველა თავი, ოდესღაც რომ გულზე მიმიკრავს. და ყველა ქალი, თვალებით რომ სცემდნენ ვაჟები, და თვალებითვე: “ნუ გეშინინ, გეთამაშები! იყუჩე მდედრო!” სარკე არი ჩემი თვალები, თვალე თავლები სათვალავის მოსათვალებით, მოსთვალე ალვის მერქნები და ბოშა ქალები, ავე მარიამ, წმინდა ხარ და გეთაყვანები, ავნი არიან, სხვა მდედრები, სულ სხვა ქალები.
_____________________
ვარ სავსე შენით, როგორც ხანმეტი, ხან კი ნაკლები თუმცა, არცისე ბევრი გვჭირდება საბედნიეროდ, საუბედუროდაც მაგდენივე.
_________________
სად წახვალ - გარეთ ქალაქია, ქალაქის იქით ალაგია იმ დიდ ალაგზე ალაგია ავტობანები, მანქანები. უყურებ, როგორ ამწვანებენ, ქალაქს სიგარეტის ნამწვავები, წახვალ? გასწრებამდე გაწვალდები, თვალე თვალების მაქმანები
სარკეს კი თავი დაანებე, საქმეს მიხედოს. ანარეკლი, როგორც უამრავი დანარეკი, გამოტოვებული ზარი, ერთ კარგ ალაგზე დაიკიდე, იყავი ასე და იმკიდე, დღეებს რომლებიც გაგიყვითლდნენ ამდენ სიგარეტის წვაში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. დიდი მადლობა, მეგობრებო! დიდი მადლობა, მეგობრებო!
4. კარგი ნამუშევარია ,გავიხარე წაკითხვით . კარგი ნამუშევარია ,გავიხარე წაკითხვით .
3. სათქმელი + ლექსის სილამაზე. 5 სათქმელი + ლექსის სილამაზე. 5
2. მუხა, მადლობა ყურადღებისა და ასეთი შეფასებისთვის <3 მუხა, მადლობა ყურადღებისა და ასეთი შეფასებისთვის <3
1. ძალიან, ძალიან მომეწონა კარგებია. ძალიან, ძალიან მომეწონა კარგებია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|