ანა ახმატოვა - ჟინჟლავს, ეპკურება წვიმა
ჟინჟლავს, ეპკურება წვიმა იასამნებს ფენა-ფენად, ფრთებს შეარხევს ფანჯრის მიღმა თეთრი, თეთრი სულთმოფენა.
მეგობარი დღეს აპირებს დაბრუნებას ზღვიდან აქეთ, სიზმრად ვხედავ შორ ნაპირებს, კენჭებს, სილას, კოშკებს ნაქებთ.
ერთ-ერთ კოშკზე სანახავად ავალ შეცისკრებულ ნათლის, თუმც ჭაობთა და ნახნავთა მხარეს კოშკს ვერ პოვებს თვალი.
ჩამოვჯდები ზღურბლზე, სადაც ჯერაც მოჩანს მუქი ჩერო, შენ მიშველე ეგზომ ნადარდს სულთმოფენავ თეთრო, თეთრო!
20 ნოემბერი, 2024 წ.
Анна Ахматова – Небо мелкий дождик сеет
Небо мелкий дождик сеет На зацветшую сирень. За окном крылами веет Белый, белый Духов День.
Нынче другу возвратиться Из-за моря — крайний срок. Все мне дальний берег снится, Камни, башни и песок.
На одну из этих башен Я взойду, встречая свет… Да в стране болот и пашен И в помине башен нет.
Только сяду на пороге, Там еще густая тень. Помоги моей тревоге, Белый, белый Духов День!
1916 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგი თარგმანი. კარგი თარგმანი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|