ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2024


პოეტი

ერთი  ნაბიჯიც  და ... წავიქცევი .
ისე მძაფრად ვგრძნობ სისხლის გაყინვას .
ჩამქრალ ვარსკვლავად გადავიქცევი ,
დავეკიდები ცას თავდაყირა .
მერე  გავქრები ,მაგრამ იქნება
დედამიწაზე ვინმე  სულელი ,
ვინც  თვალი მომკრა ,ვინც  ჩაფიქრება
მაინც მოასწრო გულში  სურვილის.
ვინც მარტო იჯდა ,ზაფხულის ერთ  გრილ
საღამოს,ცის  ქვეშ,ოცნებით  მღვრიე .
ვინც  ჩემში  ნახა  კეთილი  ღმერთი ,
ვინც თავად  გავდა  კაპადოკიელ
მომლოცველს,
მოსულს  შორეულ მთებით
და  გამოყოლილს ქარების  ღრიალს.
ვის  ოცნებასაც  შევკვეცე ფრთები
და  იმის  შემდეგ ეშმაკი მქვია .
ვერ  შევეგუე ლოცვას  და  სტიქარს ,
და  დღემდე ვებრძვი ტანში  ატეხილ
ვნების მდინარეს ,მათრობელ ჭინკას,
ჩემი  ცხოვრების მთავარ ქარტეხილს.
მე ბოდიშს ვიხდი , ხელებს ვწევ  ,ჩემით
გავდივარ ,ვწუხვარ ,რომ დაგიშავეთ ;
მაგრამ -  ვაი,რომ იგივე ვრჩები ,
ღმერთთან  და  თქვენთან  ნაბოდიშარი .
მივდივარ მორიგ  იანვრის რძისფერ,
სუსხიან დილით ,სადღაც მივდივარ .
კი მესმის ,თქვენი -სუყველას  გისმენთ ,
მაგრამ , რას ამბობთ , ფეხზე მკიდია.
ვუსმენ ჩემ თავში დაძრულ ორთქმავალს...
გადადით! - მტერიც  და მეგობარიც .
ზოგჯერ  შვილმკვდარი დედის  მოთქმა  ვარ,
ზოგჯერ- ბულბულის ნაგალობარი !
ჩემ ტანში ასი პოეტი  ცხოვრობს
და  ხშირად ხდება, როცა  ასივეს
ღამის ტკივილებს ვუქსევ  და მხოლოდ
ერთი მათგანი გამოასხივებს.
ის  ერთი  გიყვართ , ის მშვიდი ხუნდი !
დანარჩენებში ხედავთ  შხამიან
მორიელების  საზარელ ბუდეს,
ბუდიდან თქვენკენ მოიჩქარიან -
და დაიფარეთ  ხორცი პლედებით ,
რომ აცდეთ მაინც  კბენას -გესლიანს .
,,უდაბნო ლურჯად ნახავერდები ,,
თუ  ჯოჯოხეთი  უკეთესია ?-
გავარკვევ ჩემით  ..
მივდივარ  ,მივალ,
მივყვები შარას , ათასჯერ ნავალს .
ვის  გსურდათ  ჩემი  ტკივილის ხილვა ?
,,ვიგონებ  ვერლენს -დაღუპულ მამას ,,.
მალე ავივლი ამ მინდორს , ბექობს - 
და მივადგები  სალ  კლდეს ,ქორიანს.
ჩემი ყვირილის  საზარელ  ექოს
გავატან  მსუბუქ მელანქოლიას.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები