 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პოეზია 21 ნოემბერი, 2024 |
ბედნიერების საბურველს შემოისხამ დილით, ერთგულ ბედაურს შემოაჯდები და გასწევ... გასწევ ცხოვრების ჭაპანს გამოსწევ. თუმცა, როცა ალური, ნავარდიდან თოხარიკზე , ჩორთზე და ბოლოს ნაბიჯზე გადავა... როცა, გინდ ბრიტანული წმინდა ჯიშის გყავდეს და გინდ არაბული - წლები თავისას შვება, ნალიც ცვდება... როცა, შენი საბურველი ჭუჭყისა და სინესტისგან მძიმდება შენი მხრებიც ილევა- წლები, ღმერთმანი... ხვდები რომ სჯობდა უსაბურველოდ და უბედაუროდ გევლო, ნელა, მშვიდად და შესვენებებით. რადგან დანიშნულების ალაგები აღარ არსებობს არც არასდროს არსებობდა არც იარსებებს. რაც არ უნდა მივუახლოვდეთ ერთმანეთს ვერასდროს მივალთ ერთმანეთთანაც. და ეს ნიღბები ისე აფუჭებს საქმეს...
-"მერე რა თუ არც გეცინება?! დამადე თავი მხარზე და აქვითინდი რამდენიც გინდა! აქვითინდი - არ დაგამადლი მხარს და ცრემლსახოცს. არ დაგამადლი დროს და თბილ სიტყვებს. არ დაგამადლი დასველებულ პერანგს ჩახუტებისგან ჟანგბადდეფიციტს.."
-ჰა, ღვთისნიერო, ვინ ხარ მანდ რომ მიჩურჩულო... ჩამოვქვეითდე ამ დაბეჩავებულისგან, მოგეყრდნო და ჩაგეხუტო, თუნდაც უგარანტიოდ, რომ მოჩვეულს, მოშინაურებულსა და მონდობილს, უცაბედად საძირკველივით არ გამომეცლები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. რა კარგია, რომ მუხას კომენტარი დაუტოვებია და შემოვყევი. საოცრებაა, ეს დღეები სწორედ ამ სიტყვაზე ვფიქრობ გამალებით. კერძოდ, მინდა გავარკვიო, პაოლო თავის ლექსში - “პირამიდებში” - ავტორი ფინალში რომ რითმავს ალურს/ სიყვარულს, ჩანაფიქრად ხომ არ უდევს “ალური ვნების” ორნაირი გაგება? (ცხენიც ხომ” გვაქვს” იქვე!). ეს თუ გავარკვიე, შეიძლება, რაღაც ხიდი გამომივიდეს ჩემეულ თეორიასთან, რომ ,,სიმბოლისტური პერიოდის”, ძირითადად კრებულ “ არტისტული ყვავილების” (1919) ლექსებში, გალაკტიონი რომ მრავალმნიშვნელოვან სიტყვათა კომბინაციების თამაშით ქმნის სიმბოლისტურ ეფექტს, მკვლევართა ერთმა ნაწილმა (მაგ. მკვესელავამ) მის კვალად, “ინტეგრალური პოეზია” რომ უწოდა, ერთ სათავედ პაოლოს ამგვარ პოეტურ მიგნებებსაც შეიძლება იყენებდეს. ვიცი, რომ ამ ეტაპზე ჩემი მსჯელობა აბსურდულად მოსჩანს, მაგრამ რამდენიმე ასეღი მაგალითი რომ მაპოვნინა, მსჯელობა შეიძლებოდა… იქნებ ეს ლექსიც გამომადგეს საილუსტრაციოდ. არ ვტოვებ მხედველობის მიღმა მრავალგზის დასაბუთებულ ფაქტს, რომ, მსუბუქად რომ ვთქვათ, გენიოს პოეტს პაოლო არ უყვარდა. რა კარგია, რომ მუხას კომენტარი დაუტოვებია და შემოვყევი. საოცრებაა, ეს დღეები სწორედ ამ სიტყვაზე ვფიქრობ გამალებით. კერძოდ, მინდა გავარკვიო, პაოლო თავის ლექსში - “პირამიდებში” - ავტორი ფინალში რომ რითმავს ალურს/ სიყვარულს, ჩანაფიქრად ხომ არ უდევს “ალური ვნების” ორნაირი გაგება? (ცხენიც ხომ” გვაქვს” იქვე!). ეს თუ გავარკვიე, შეიძლება, რაღაც ხიდი გამომივიდეს ჩემეულ თეორიასთან, რომ ,,სიმბოლისტური პერიოდის”, ძირითადად კრებულ “ არტისტული ყვავილების” (1919) ლექსებში, გალაკტიონი რომ მრავალმნიშვნელოვან სიტყვათა კომბინაციების თამაშით ქმნის სიმბოლისტურ ეფექტს, მკვლევართა ერთმა ნაწილმა (მაგ. მკვესელავამ) მის კვალად, “ინტეგრალური პოეზია” რომ უწოდა, ერთ სათავედ პაოლოს ამგვარ პოეტურ მიგნებებსაც შეიძლება იყენებდეს. ვიცი, რომ ამ ეტაპზე ჩემი მსჯელობა აბსურდულად მოსჩანს, მაგრამ რამდენიმე ასეღი მაგალითი რომ მაპოვნინა, მსჯელობა შეიძლებოდა… იქნებ ეს ლექსიც გამომადგეს საილუსტრაციოდ. არ ვტოვებ მხედველობის მიღმა მრავალგზის დასაბუთებულ ფაქტს, რომ, მსუბუქად რომ ვთქვათ, გენიოს პოეტს პაოლო არ უყვარდა.
4. სად ხარ კარგო ადამიანო?! სად ხარ კარგო ადამიანო?!
3. მადლობა ნინა მადლობა მუხა მადლობა ნინა მადლობა მუხა
2. პოეზია," ლექსებს" როგორც საკვები ეს "აბები" მალამოა სულის საწვრთნელის და საძირკველის გასამაგრებლის. პოეზია," ლექსებს" როგორც საკვები ეს "აბები" მალამოა სულის საწვრთნელის და საძირკველის გასამაგრებლის.
1. "რაც არ უნდა მივუახლოვდეთ ერთმანეთს ვერასდროს მივალთ ერთმანეთთანაც."
დროებითია ყველა საყრდენი და ყველა დაყრდნობა. <3 "რაც არ უნდა მივუახლოვდეთ ერთმანეთს ვერასდროს მივალთ ერთმანეთთანაც."
დროებითია ყველა საყრდენი და ყველა დაყრდნობა. <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|