#ლექსები
ნინო დარბაისელი
SPQR - სენატი და ხალხი რომაელი
აქ - ტბა იყო, მერე ამოაშრეს, დინებები კვლავ ტბორავდა ფუძეს. გიდი ამბობს: -დაუკვირდით ამ შრეს, შრეზე შრეა, იმას სხვა შრე უძევს!”
აქ ნერონის ნასახლარებს ახლა ემატება ფენად ნასახლარი, ეს არკადა აქ ვინ გაადახლა, გასამიჯნი ვინ გაავლო ლარი!
გზა ყოველი - რომისაკენ მიდის, გზას - ბილიკიც უამრავი ერთვის, ლათინური? ენა - კიდით-კიდის? ენა - ბევრი, კვნესის ენა - ერთი!
სარდაფებში - სარდაფები - წყლები.. დავიწყებას - გისჯის თუკი კრება, რა აზრი აქვს, როგორ დაიწყები? თუ დასრულდი - შენი ხსოვნაც ქრება.
ზეცისაკენ მარმარილოდ მსწრაფი ჯურღმულებად - მე რად მეძალები! სისხლი, სისხლი, ისტორიის ქაფი, ბნელ კუთხეში- მონა-მეძავები.
რომს - ქუჩაში ჭამა უყვარს, რადგან მჭიდროა და რომაც დაიხოცონ, შეუძლიათ, ყველგან ქურა დადგან? რა ჩააქრობს გაღვიძებულ კოცონს!
სისასტიკე - როგორც სამშვენისი! გუმბათებზე - წარწერათა წყება… რომმა იცის - ხსოვნა მარადისი, მარადისიც - იცის - დავიწყება.
ერთგულებიც რომ გეხვიოს გუნდად, თუ არ გინდა, ხვედრი გერგოს ავი, მონა - მონად! ხალხს გართობა უნდა, არ მოაკლო რამე სანახავი!
ქვათა შუა - ვიწრო გასაძრომი წინ - სტელები - აზიდული ცადო, ერთხელ მაინც უნდა ნახო, რომი - მხოლოდ ნახო?! - უნდა განიცადო!
და წარწერა “ეს-პი-ქიუ-არ “- ისევ იქ მოგელის, უკვე რომ არ ელი, შენ ტურისტო, დარდს ნუ შემოისევ! - - “სენატი და ხალხი რომაელი!”
იტყვის ერთად ისევ “ეს ფი ქიუ არს”, და ეს ნიშნავს დასტურს, არა უარს, წამოანთებს გულში განაღუარს ხმა დიადი, მყოფადს გადაუარს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ველისციხელი ბრძანდებით? :) ველისციხელი ბრძანდებით? :)
1. ერთხელ მაინც უნდა ნახო, რომი - მხოლოდ ნახო?! - უნდა განიცადო!
ერთხელაც დადგება ეს სანატრელი განცდა. ერთხელ მაინც უნდა ნახო, რომი - მხოლოდ ნახო?! - უნდა განიცადო!
ერთხელაც დადგება ეს სანატრელი განცდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|