ხის კუბოში ვართ?! - შეძრწუნებული ამბობს კორტიზოლი, ჩემი დილის მეგობარი, - ჩემსავე ლოგინზე. ექიმებს, ან სხვა ჭკუადმყოფელებს რომ დაეკითხო, მას თვალები არ აქვს, მაგრამ ზუსტად ჩემი სიმაღლის არის და კბილებიც ჩემსავით ჩაყვითლებულ-მოღრეცილი აქვს. ჩემსავით უყვარს დილაობით გოლგოთას მთაზე ნაწამებ კრიმინალებზე ფიქრი და აბსურდში ჩაძირულ ვარკსვლავებზე დარდი. ვარსკვლავებიო, სინათლეებიო, სიკაშკაშეებიო, სითბოებიო - ამას ადამიანები ვამბობთ, თორემ, კორტიზოლისთვის, ამას ნახშირბადების გროვა ქვია - ნაცრისფერი ნახშირბადები. ჩემი გლუკოზების შემგროვებელი, ჩემსავით გრძელხელება კორტიზოლი. ვიმედიტირებ და მოვკლავ, ჰოლოტროპულზე შევალ, ჰობებს გამოვიგონებ, განვიტვირთები თბილ მზეზე, დავიწყებულ მინდვრებში შენ ჯინაზე... შენ ჯინაზე, რვა საათს დავიძინებ და ანტიოქსიდანტებით გამოტენილ ზვიგენებს შევჭამ. შენ კიდევ, კორტიზოლო!.. კორტიზოლო!.. შორეთიდან კიდევ ამომძახებ, დილაობით?! - კვდებიან მოტოციკლეტები და კვდები შენც
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კორტიზოლო! შორს ცხრამთას იქეთ. სიმშვიდე, სიხარული და ბედნიერება აქ. კორტიზოლო! შორს ცხრამთას იქეთ. სიმშვიდე, სიხარული და ბედნიერება აქ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|