ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2024


ცხელი ლობიანი



#ლექსები

ნინო დარბაისელი

ცხელი ლობიანი

ცივა გარეთ როგორ!
დაიღალა ერი - არ ერობიანი,
ხოლო იბერია
ისევ კენტად  კვნესის დაბალღობიანი.
რა მოიგო ერმა,
ასე მშვენიერმა,
რა მშვიდობიანი?! -
ისევ ძველი სიბრძნე,
ისევ საკითხავი - მარად ობიანი.
ვეღარ გადავლახეთ ავი ბედისწერა წინაღობიანი.
გონს მოვეგოთ როდის მდევნი სხვათა მოდის,
ყველა მიდი-მოდის,
ბოლოს რა გამოდის,
დარდო შეუცვლელო,
ცრემლო დაუცლელო
საომარო ლელო?
- ცრემლიანი მოდის,
მოდის ბარბალობა - ბარბალობიანი,
აბა, ლობიანი,
ნაღდი ლობიანი,
ცხელი ლობიანი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები