ვხედავ როგორ ჩუმად პოზად იქცა ცოდვა, პროტესტი თეატრების.... ვხედავ როგორ ჩუმად, ასპიტივით დუმან სატელევიზიო არხები... ვხედავ როგორ ჩუმად, ქუჩა აღარ, უფრო ნაგავსაყრელი... ვხედავ როგორ ჩუმად დაწვეს იგი ღმერთი , დაწვეს იგი ერთი, დაწვეს ერთადერთი ნათელი. ვხედავ როგორ ჩუმად, ასე გულნაკლულად, ასე უმადურად ასე თავხედურად ასე თავისუფლების სახელით, ასე უნანელად ასე უდარდელად, დაწვეს - ანი, ჰოე დაწვეს - ანი, ჰოე და სიყვარული განხმა განხმა სიყვარული ყოველთა. ვხედავ როგორ? ჩუმად... ივერია? არა! ივერია - არა, აირევი გარქვეს სახელი....