ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2024


გოშია შეაქეს და მგელს შეაჭამესო

#ჩემი_მხიარული_რითმებიდან
#ლექსები

ნდს
  “გოშია შეაქეს და მგელს შეაჭამესო”

(ათადი მონორაიმი)

ზოგს - მოაკლდა  ჩიხირთმა, ზოგს - ბოზბაში, დოში;
ყველა -  სხვას ემტერება, მისწვდა ყანყრატოში,
მიაჩნია მთლად სიბრძნედ თავის მონაროში,
ჩაენაცვლა სიმართლეს  - ხურუში და ხოში.
სეტყვა - მოდის, ქვა - ხვდება ქართლის საუფლოში; -
მაშხალა და დუბინკა, სფრეია თუ ქოში,  -
ყველა გარეთ იზამთრებს, ყინვაა და თოში,
მგლის საჭმელად აქებენ -  ,,მიდი, მიდი, გოში!”
ეს სიგიჟეც ჩაივლის ალბათ რაღაც დროში,
აღარ გინდათ ცხოვრება -  ერთად  - სამშობლოში?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები