ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2024


ფეისბუქური მონორაიმი

#ლექსები
ნდს

ფეისბუქური მონორაიმი

რამეს დაწერ წრფელად ამბით განაოცი?!
ქოცს - ჰგონიხარ  ნაცი,
გულხარბი და მტაცი,
ნაცს  - ჰგონიხარ ქოცი,
შენ, ცხვირმოსახოცი,
დაგესხმება თავზე ერთდროულად ოცი!
პოსტს დადებ და დაგდევს ეჭვი და ხორხოცი,
თავს გიტოლებს ყველა, ფეხზე შენაცოცი.

გიყვარს ივერია, არა წარსახოცი,
წრფელად, უპირობოდ?
- შენ ხარ მოსალოცი!
მარტო მოსალოცი?!
თანაც  დასალოცი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები